Digest Logo

„ყველა ქვეყნიდან გარბის, ბევრი ჩემი თანამშრომელი წავიდა… აქაურობას პოლონეთში მუშაობაც კი ურჩევნიათ“ - მერიკო გუბელაძე

1641279501
გურამ ბაღდოშვილი და მერიკო გუბელაძე

რესტორნების „შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას” დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში კადრების სიმცირეა.

მისი თქმით, კადრების დეფიციტი სარესტორნო სექტორში მუდმივად პრობლემა იყო, თუმცა პანდემიამ და მძიმე ეკონომიკურმა ფონმა ეს გამოწვევა უფრო გაამძაფრა.

კადრები ამ სექტორში მუდმივად პრობლემა იყო, რადგან ეს მიმართულება ახალია და პროფესიონალები ნაკლებად არიან, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება; სანთლით ვეძებთ კადრებს, უკვე საუბარი აღარ არის კარგსა და ცუდზე, უბრალოდ ვეძებთ კადრს, რომელიც არ ჩანს, მოთხოვნა კი ძალიან მაღალია.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ყველა ქვეყნიდან გარბის, ბევრი ჩემი თანამშრომელი პოლონეთშიც კი წავიდა, სადაც არც თუ ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ საქართველოს მაინც ურჩევნიათ. ახალგაზრდები კი მხოლოდ ფინანსური მიზეზებით არ მიდიან, მომავალს ვერ ხედავენ აქ და ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანებმა სამუშაო პროფილი შეიცვალეს და იქ დასაქმდნენ, სადაც უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ, მაგალითად, მიტანის სერვისებზე“, - ამბობს მერიკო გუბელაძე.

სარესტორნო სექტორიდან კადრების გადინების პრობლემაზე საუბრობს რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილიც.

„2021 წელი რომ შევაჯამოთ, მთავარ პრობლემად კვლავ კადრების გადინება რჩება. სარესტორნო სექტორში ვინც მუშაობდა, მიტანის სერვისში გადავიდა - მოტოებზე გადასხდნენ, ან „ტაქსაობენ“. პერსონალის გარკვეული ნაწილი კი საზღვარგარეთ ისეთ დიდ ბაზრებზე სამუშაოდ წავიდა, როგორიც არის რუსეთი, უკრაინა და ევროპის ქვეყნები", - განაცხადა მან bm.ge-სთან ინტერვიუში.

მერიკო გუბელაძისა და გურამ ბაღდოშვილის განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ამ ყველაფრის საპასუხოდ სოციალური ქსელის მომხმარებლები შემდეგნაირად პასუხობენ:

მაია ხუციშვილი - ვირებივით ამუშავებთ და მაგიტომ ....გადახდას ეძახიან 25 ლარს დღეში!!!! და ამ დროს მთავრობას სძინავს.

ნატალია გოგიბერიძე - არა ბიჭო დავრჩებოდი მანდ და ფეჩებთან ვიმუშავებდი, მთელი თვე 800 ლარად. გადაუხადეთ ხალხს ნორმალური ხელფასი და მოექეცით ნორმალურად. ერთ ადამიანს ხუთის საქმეს ნუ უთავსებთ.

ნაზი ღვთისიაშვილი - აბსოლუტურად ვეთანხმები მერიკოს, მეც და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ეძებს კადრებს, მზარეული, დასუფთავების თანამშრომელი, მიმტანი, მოლარე, კონსულტანტი. რეზიუმეს აგზავნიან და გასაუბრებაზეც არ მოდიან. დავიჯერო მართლა 40%-ით გაიზარდა ეკონომიკა, როგორც კობახიძემ ბრძანა და მუშაობა არავის უნდა?

ირინა პაპალაშვილი - ჯერ სად ხართ, ასეთი მათხოვრული ხელფასები რაც საქართველოშია, არის კიდევ სადმე? არის მარკეტის ქსელი, რომელიც კრძალავს კონსულტანტის დაჯდომას სკამზე და დასვენებას და დღეში 25 ლარს რომ უხდის, მართლა და მართლა მონები რომ გინდათ და დღეს! ამ პროდუქტების ფასებში,კომუნალურების ფასებში!? 400-800 ლარს ხელფასს ეძახით დამსაქმებლებო ! გრცხვენოდეთ! იმიტომაც გარბის ხალხი საქართველოდან.

დავით გეგუჩაძე - ეს მართლაც იგრძნობა, კადრების ნაკლებობა და მე ვმუშაობ რესტორნებში მრეცხავად, ანუ ჭურჭელს ვრეცხავ მანქანაში და ვალაგებ ყველაფერს, მაგრამ შემოსავალი დაბალია და ბევრჯერ მიფიქრია წასვლაზე საზღვარგარეთ.ეს გამოწვეულია დამსაქმებლების სიძუნწის გამო და რა თქმა უნდა, კადრების მოძიება უფრო და უფრო გართულდება, რადგან დოლარი გაძვირდა, ევროც გაძვირდა და შესაბამისად ცხოვრებაც გაძვირდა და არავის უნდა ვირივით მუშაობა დაბალ ანაზღაურებაზე. ახლა, 8 საათიან გრაფიკის მაგივრად, გადაგვიყვანეს 12 საათიან სამუშაო გრაფიკზე, იმდენად სჭირდებათ ხალხი.

მზია ამაღლობელი - არადა უმუშევარია ნახევარი ერი, უბრალოდ მუშაობა ეზარებათ და ეს ტეხავს.

გიორგი ბალახაშვილი : ვისაც არასოდეს შეგიქმნიათ სტაბილური სამუშაო ადგილი სხვისთვის, არასოდეს გაძღოლიხართ ბიზნესს (მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა) და არასოდეს დაგისაქმებიათ სხვა ადამიანი, ცალმხრივად სუბიექტურად აფასებთ დამსაქმებელს. დაფიქრდით, შეეცადეთ თავი წარმოიდგინოთ დამსაქმებლის მხარეს. ხელფასები ქვეყანაში დაბალია, ცუდია ეს ფაქტი და გამოწვევაა ნამდვილად. თუმცა უფრო დიდი პრობლემა კვალიფიკაციის არ მქონე კადრებია - 1000 ლარიან პოზიციაზეც, 2000 ლარიან პოზიციაზეც და ჩემი გამოცდილებით 3000 ლარიან პოზიციაზეც. 3000 ლარიანი პოზიცია ნიშნავს დღეში 100 ლარს ხელზე, მოიცავს 3000 ლარი + 750 საშემოსავლო და + საპენსიო რომელსაც ბიზნესი იხდის. 46000 ლარი ერთ დასაქმებულზე წელიწადში, ანუ ამ ადამიანმა სულ მცირე ამდენივე დამატებითი შემოსავალი უნდა მოუტანოს კომპანიას.

თამაზი სარჯველაძე - არავითარი კადრების პრობლემა არ არის, ყველგან ანაზღაურების პრობლემა.
პირებს რომლებსაც შეუძლიათ შექმნა და განვითარება არ აფასებთ. ყველა საკუთარი ოჯახისთვის შრომობს, მაგრამ წელში რომ გაწყდება თქვენს ე.წ. „ბიზნესში“ და თვის ბოლოს ხშირ შემთხვევაში პურის ფულიც კი არ აქ, (დანარჩენზე ზედმეტია ფიქრიც კი) აღარ უღირს შენი „აყვავებისთვის“ შრომა. მიდის და ტაქსაობს, ან ხელოსნობს, ან, თუ გაუმართლა, საქართველოდან სულ მიდის (გახსენდებათ ვინმე საქართველოდან წასული ნორმალური პიროვნება ცუდად?). ხოლო იმ კატეგორიის პირებს ვისაც არაფრის კეთება არ შეუძლია, ან სინდისი არ აქვთ და წურბელებივით „სხედან“ სხვის კისერზე სულ არ აინტერესებს არაფერი და რომ არა რომელიმე მისი ნორმალური ახლობლის „ტვინის ბურღვა“ ტრაკსაც არ გაანძრევდნენ. ასეთ კატეგორიას მილიონი რომ გადაუხადო არაფერი გამოვა. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება ე.წ. ახალი ბიზნესსაზოგადოებისთვის ჯერ თქვენ აიმაღლეთ „კვალიფიკაცია“, რომელსაც ასე ითხოვთ და შეძელით კარგისა და ცუდის გარჩევა, მერე განსაზღვრეს რამდენი სჭირდება ადამიანს რომ შეძლოს ცხოვრება და ამის მერე დაიწყეთ სხვის კვალიფიკაციაზე ლექციების კითხვა.

ალექსანდრე როგავა:

1. 30 ლარი არსად არ არის, თუ კადრი ოდნავ მაინც გამოცდილია. ასეთი ხელფასი საწყისის საწყის დონეზეა;
2. უაღეესად დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა საშუალო სტატისტიკური კადრი სერვისის მიმართულებაში;
3. ხელფასის და ზოგადად დაფასების ხარიხსი საქმეში, სამსახურში, კომპანიაში ჩადებული შრომის და მონდომების შესაბამისია;
4. თუ ვინმეს ჰგონია „რესტორანი მილიონებს ტოვებს“ ნამეტანი აცდენილები არიან რეალობას;
5. და ბოლოს, სადმე თუ არის საქართველოში კარგი ან უბრალოდ ადეკვატური ანაზღაურება???
ღარიბი ქვეყანა და დაბალი ხელფასები. ღარიბები კი უმეტესწილად კადრების დაბალი ეფექტურობის გამო ვართ. ჩაიხედეთ თქვენს გულებში, მიიხედ-მოიხედეთ და რეალობას თვალი გაუსწორეთ! ჩვენშია პრობლემა და არა

„სამუშაო უფლებების დაცვაში“! როგორც ვმუშაობთ, ისე გვიცავენ, ყველა მიმართულებით, და განსაკუთრებით სერვისი.

გიორგი ალადაშვილი - შრომის ბაზარი განიცდის მუდმივ ცვალებადობას. მაგ. პროფესიონალი მზარეული აღარ იმუშავებს 800 და 1000 ლარად მთელი თვე. ასევე, როგორც მიმტანი 500 ლარად. დაჯდება მოპედზე და ერთ კვირაში გამოიმუშავებს მაგდენს, თან უფროსიც არ ეყოლება. უკვე ჰიპერმარკეტებშიც პრობლემაა მოლარე ოპერატორების დასაქმების, რადგან ხელფასია მწირი. ასწიეთ ანაზღაურება, გაუკეთეთ ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა, გაუწერეთ ე.წ. job description და ნახავთ, რა შედეგს მიიღებთ.

მასალა მომზადებულია bm.ge-ს სტატიის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„მე ყოფილი მოთამაშე ვარ... წავაგე ემოციები, ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს… რამდენი რამე მომპარა თამაშმა“ - თევდორე გოგოლაძე

🔵VIDEO: „გამისკდება გული... შოკში ვარ, ყველაფერი მიკანკალებს" - ქალის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ 100 000 ლარი მოიგო

🔵„ღალატისთვის ყოფილ პრეზიდენტს პასუხი საგები აქვს ცოლის და არა ამომრჩეველთა წინაშე... იმსახურებს ცოლისგან პრობლემებს და განქორწინების მოთხოვნას“ - ესმა გუმბერიძე

🔵„მას როგორც ლიდერს აღარასდროს ვაღიარებ! მრცხვენია საკუთარი სინდისის წინაშე, რომ ოდესღაც ამ აღვირახსნილ პიროვნებას მხარს ვუჭერდი“ - თეკლა ზუროშვილი

🔵„მამიკო სად ჰყავს?“ - ალექსანდრა პაიჭაძე საყვარელ კაცს დაშორდა?

წყარო: bm.ge