
სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებმა მთავარი ღირებულებები დაკარგეს და ყოველდღიურობაში სინამდვილე სიყალბემ შეცვალა.
პეტრე კვარაცხელია ადამიანებს მიმართავს და სთხოვს, რომ ფორმალობის გამო, მათ ირგვლივ ადამიანები არ შემოიკრიბონ.
„ნუ გეშინია მარტო დარჩენის… ის საუკეთესო მდგომარეობაა დღევანდელ სინამდვილეში…
ზოგი ისე გაურბის მარტოობას, ცდილობს გარშემო უამრავი ადამიანი შემოიკრიბოს, საბოლოოდ ისე ხდება, რომ სწორედ ის ყალბი და მოჩვენებითი მეგობრები უფრო მეტად გაგრძნობინებენ მარტოობას… არაფერია იმაზე შემზარავი, როცა გგონია გვერდით ვიღაც გყავს და აღმოჩნდება, რომ მაინც მარტო ხარ… ამიტომ სჯობს, თავიდანვე განსაზღვრული გქონდეს, რომ მარტო ხარ და არც არავის იმედი გაქვს საკუთარი თავის და ღმერთის გარდა…
ნუ ცდილობ ცარიელი ადამიანების კოლექციონერი გახდე… სჯობს წიგნი იკითხო, ფილმებს უყურო, ბევრი იფიქრო, ვიდრე დრო მათთან მოკლა, რომლებიც იძულებით არიან შენთან…
დღეს ადამიანებმა ყველაფერი ღირებული დაკარგეს და ძეგლებს დაემსგავსნენ…
უმძიმესია გესმოდეს მათგან ხელოვნურად წამოსული „მიყვარხარ“, „მენატრები“… სჯობს ზუსტად იცოდე, ვის არ უყვარხარ… ერთი წამი არ იცხოვრო მოჩვენებებით სავსე სამყაროში…
უმჯობესია სივრცეს გახედო და თავისუფლად ამოისუნთქო, რადგან შენ აღარ გჭირდება გვერდით სიყალბე, რომელიც ყველაფრამდე ცარიელია!..“ - წერს პეტრე კვარაცხელია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!