Digest Logo

„არასდროს შემშინებია კრიტიკის, მაგრამ ლანძღვა და შეურაცხყოფა კრიტიკა არაა, გესლის გადმონთხევაა“ - პეტრე კოლხი

1637821007
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მისდამი საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებაზე წერს და ამბობს, რომ კრიტიკის არასოდეს ეშინია, თუმცა კომენტარები, რაც მის გვერდზე იწერება, მისი თქმით, ლანძღვა და შეურაცხყოფაა.

„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, არასდროს შემშინებია კრიტიკის, მაგრამ ლანძღვა და შეურაცხყოფა კრიტიკა არა, გესლის გადმონთხევაა.

მინდა გითხრათ, რომ ნეგატიურ კომენტარებს არასდროს ვკითხულობ.

როცა მეკითხებიან, სისულელეებს როგორ პასუხობო, ჩემი პასუხია, რომ საერთოდ არ ვპასუხობ და ეს არის ყველაზე მაგარი პასუხი… ამით ის ნეგატივი და ბოღმა, რასაც ჩემი მისამართით უშვებენ, ისევ უკან უბრუნდებათ…

ამიტომ, თავს გაუფრთხილდით, იყავით დადებით და პოზიტიურ გარემოში… მე ვცდილობ, სულ ასე ვიყო და არ იცით, რა კარგი და საინტერესოა… თქვენც სცადეთ!“, - წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵სთავაზობდნენ თუ პეტრე კოლხს, დიდი თანხის სანაცვლოდ, მასონურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას

🔵„უნიტაზი საერთოდ არ იყო... ჩარეცხვა ცენტრალიზებული იყო და 5-6 საათში ერთხელ უშვებდნენ წყალს, სამაგიეროდ, მსოფლიო რუკაზე გამოგვაჩინაო“ - ბეგლარ ლოგუა ნინო ლომჯარიას

🔵„ვერ შევეჩვიე, რომ მამა აღარ არის, როცა კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ნანობდა, რატომ არ ავიცერიო...“ - ვერიკო ტურაშვილი

🔵„საკუთარ მოსწავლესთან ფარული სასიყვარულო რომანით დაკავებულხართ?“ - ხვიჩა მაღლაკელიძის აღიარება

🔵„რა დონის უნდა იყო საავადმყოფოს აღსადგენად ფონდმა „ქართუმ" ამოდენა თანხა გამოგიყოს და ფულიც გაფლანგო, საავადმყოფოც გაძარცვო“ - მანჩო იოსელიანი