
სოციალური ქსელის მომხმარებელი ინგა ბერიკაშვილი წერს, რომ მას და მის ოჯახს კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა სწრაფმა ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა. ის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და ეუბნება, რომ ვირუსი ასეთი სისწრაფით სწორედ სწრაფი ტესტების გამო ვრცელდება.
„ბევრი წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ეს უნდა დავწერო, რომ ჯანდაცვამ ნახოს. ვირუსი ასეთი სისწრაფით იმიტომ ვრცელდება, რომ სწრაფი ტესტები იტყუება!
კორონა 8 რიცხვიდან გვაქვს ჩვენ და ტესტმა უარი აჩვენა. არ დავიჯერე, რადგან ასე ცუდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, საჭმელს საშინელი გემო ჰქონდა და ყნოსვა დამიქვეითდა, მამა წელს ქვემოთ მოწყდა მე ისევ ინსულტი მეგონა, დედას წნევა დაუვარდა და ვერ ვუწევდით მაღლა...
სუნთქვა ისე მიჭირდა, მეგონა ძილში ვიპარებოდი და 8 რიცხვის მერე გუშინ პირველად მეძინა...
მე რომ ტესტისთვის დამეჯერებინა და გარეთ გავსულიყავი, ან სტუმრად სადმე, მოვდებდი ყველას ვირუსს. უბრალოდ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ტესტი შეცდა და სახლიდან გარეთ არ გავსულვართ.
საერთოდ ამოიღეთ ეს სწრაფი ტესტები და პენსიონერებისთვის პისიარი უფასო გახადეთ ბინაზე მისვლაც, რომ მომაკვდინებელი პაციენტები არ შემოიყვანონ....
დადებითიანები დადიან ბედნიერად ყველგან, რადგან სწრაფმა უარი უთხრა და მოედო ქვეყანას ეს ვერაგი ვორუსი... ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და ჯვარი გეწეროთ, ეს ჯოჯოხეთია რასაც გავდივართ, ყოველ ამოსუნთქვაზე ყველა ორგანო გტკივა... კოშმარია.... მამა ისევ იბრძვის“, - წერს ინგა ბერიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დედისათვის ბავშვი არავის წაურთმევია. დედა უნდა დაელოდოს იმ კანონიერი პროცედურების დასრულებას, რომელიც მიმდინარეობს... “ - ნანა გოჩელაშვილი ნატა გაგუაზე
🔵„კოდუა შენ კი პიტალო ყ@ე ხარ... შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? “ - მარიამ კუკუნაშვილი კოდუას დაუპირისპირდა
🔵„თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი“ - ვის მიმართავს ქეთი ლობჟანიძე
🔵VIDEO: რატომ გამოაგდეს ეკლესიიდან მამაოებმა გიორგი ნაზღაიძე?
🔵„თუ ორი კვირა ასე გაგრძელდა, შეზღუდვები აუცილებელი გახდება“ - ალექსანდრე გოგინავა
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს - ასტროლოგის რჩევები