Digest Logo

„თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი“ - ვის მიმართავს ქეთი ლობჟანიძე

1634745831
ქეთი ლობჟანიძე

„თქვენს გულგრილობას კარგი ადამიანები ეწირებიან, თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი, თქვენი მიზეზით გაჩერდა ცხოვრება“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი ლობჟანიძე ავრცელებს და ანტივაქსერებს საჯაროდ უპირისპირდება.

„ბუსტერ დოზაზე ჩასაწერად რომ დავრეკე, 28-ში შემომთავაზეს, ისეთი ტაციობა ყოფილა ტრუსოში. ასე იქნება პარიზის სხვა დიდ საავადმყოფოებშიც. მივდექი, მოვდექი და ვიპოვე ადგილი, დღეს მიწევს დამცავი ფარის გამაგრება ჩემსა და სიკვდილს შორის!

თქვენ როგორ გძინავთ, ანტივაქსერებო?! აქამდე როგორღაც მეცოდებოდა შეცდომაში შეყვანილი და დაშინებული ხალხი. სრული ავტორიზაციის მერეც რომ აგრძელებთ ამ შავ სტატისტიკას ქვეყანაში, თქვენს გულგრილობას კარგი ადამიანები ეწირებიან, თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი, თქვენი მიზეზით გაჩერდა ცხოვრება, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, მათი რიცხვი იზრდება ჰოსპიტალიზებულთა შორის, ეს ნორმალურია?!..
მართლა როგორ გძინავთ, სინდისი სულ არ გაწუხებთ?!“, - წერს ქეთი ლობჟანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: რატომ გამოაგდეს ეკლესიიდან მამაოებმა გიორგი ნაზღაიძე?

🔵„რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო!... უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე“ - პეტრე ცაავას მიმართვა სააკაშვილს

🔵„თუ ორი კვირა ასე გაგრძელდა, შეზღუდვები აუცილებელი გახდება“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს - ასტროლოგის რჩევები

🔵მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს

🔵„დედიკოს ბიჭები" ზოდიაქოს ნიშნებს შორის

🔵„არ ვჩანდი ამდენ ხანს იმიტომ, რომ...“ – რა შეემთხვა გვანცა დარასელიას და რატომ არ ჩანდა ჟურნალისტი ტელეეკრანზე