
ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა სკანდალში ეხვევა - მას დის შვილიშვილის გატაცებას ედავებიან. ამის შესახებ გაგუა სოციალურ ქსელში თავად წერს. მისი თქმით, დის შვილმა ბავშვი თავად მიუყვანა და ცოტა ხნით მისი მოვლა სთხოვა, ბავშვის დედა კი მას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი შვილის მისაკუთრება უნდა, რადგან თავად შვილი არ ჰყავს. ადვოკატი ნანა გოჩელაშვილი კი აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„როგორც ადვოკატი, ვდებ ამ პოსტს, რადგან რამდენიმე დღეა ქალბატონი ნატა გაგუას მიმართ მის კედელზე არასასიამოვნო კომენტარები იწერება და მასზე ფსიქოლოგიურადაც კი ძალადობენ.
ნატამ საკმაოდ დიდი მოთმინება გამოიჩინა და ამას აკეთებს იმ პატარა გოგონას გამო, რომლის ბედსაც დღეს წყვეტს ბავშვის უფლებების დაცვის ის უწყებები (არ დავკონკრეტდები), რომელიც ამ ეტაპისთვის ჩართულია ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
ამჟამად ბავშვი იმყოფება უსაფრთხოდ, მისთვის სასურველ და თბილ გარემოში, კანონიერ წარმომადგენელთან მამასთან. ბავშვის ბედს ვერ გადაწყვეტს ადამიანების გულწრფელი თუ არაგულწრფელი ემოციები და მოწოდებები, რომ თითქოს ბავშვი ნატამ უნდა დაუბრუნოს დედას.
რა შუაშია ნატა, როცა მან მხოლოდ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა ბავშვს და მამას. მამა კი მისი დისშვილია. თქვენ გაწუხებთ დედის ტკივილი და მერწმუნეთ, ეს ნატასაც, ბავშვის დედის ყოფილ მეუღლესაც და მისი ოჯახის წევრებსაც ძალიან აწუხებთ, მაგრამ აქ უმთავრესი ბავშვის ინტერესია და სწორედ ამ ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, მეც მეტს ვერაფერს დავწერ, გარდა ერთისა: დედისათვის ბავშვი არავის წაურთმევია, დედა უნდა დაელოდოს იმ კანონიერი პროცედურების დასრულებას, რომელიც მიმდინარეობს. თუ ვის მიმართ მიმდინარეობს, ამასაც ვერ დავაკონკრეტებ. ეს საკითხი სხვა ადამიანების გადასაწყვეტი არ არის და არც სოციალურ ქსელშია განსახილველი.
ვინც არ იცის იმათ განვუმარტავ, რომ საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ბავშვის უფლებების დაცვა კანონმდებლობითაც კარგად არის მოწესრიგებული: მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, საქართველო შეერთებულია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონვენციებს, გამოცემულია არაერთი კანონქვემდებარე აქტი, შექმნილია შესაბამისი სამსახურები და სხვა. ამ შემთხვევაშიც სწორედ ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანოა ჩართული და უკანონო არაფერი ხდება, ბავშვი კანონიერად იმყოფება მამასთან.
რაც შეეხება ნატას დარღვეულ უფლებებს, მისი პატივისა და ღირსების, ასევე, როგორც ექიმის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახველ გამონათქვამებს, მას სარჩელის შეტანის უფლება აქვს თითოეული იმ პირის მიმართ, ვინც დაარღვია გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოები და ნატას დაურღვია უფლება. ყველა ის კომენტარი, რომელიც აქ, ნატას პოსტზე დაიწერება და დაირღვევა მისი უფლებები, შეილახება მისი პატივი და ღირსება, შეილახება, მისი როგორც ექიმის საქმიანი რეპუტაცია, ყველა ასეთი კომენტარი იქნება შენახული და მოყვება შესაბამისი რეაგირება.
ფიქრობ, ნამდვილად უსიამოვნო იქნება სასამართლოში მოპასუხის როლში გამოსვლა, ამიტომ სჯობს თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქ-ნი ნატას შეუძლია სარჩელის შეიტანა სასამართლოში ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მის მიმართ გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი ინფორმაცია ანუ ცილისწამებისთვის, შეუძლია მოითხოვს მოპასუხისგან არა მარტო გავრცელებული იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება სოლიდური თანხის დაკისრების მოთხოვნით. სჯობს დავიცვათ გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ცილისწამებას და ადამიანის რეპუტაციის შელახვას“, - წერს ნანა გოჩელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა სკანდალში ეხვევა - მას დის შვილიშვილის გატაცებას ედავებიან
🔵„თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი“ - ვის მიმართავს ქეთი ლობჟანიძე
🔵VIDEO: რატომ გამოაგდეს ეკლესიიდან მამაოებმა გიორგი ნაზღაიძე?
🔵„თუ ორი კვირა ასე გაგრძელდა, შეზღუდვები აუცილებელი გახდება“ - ალექსანდრე გოგინავა
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს - ასტროლოგის რჩევები