Digest Logo

„ბავშვებს, ქალებს და ომის მსხვერპლებს - შევიფარებთ... დავუთმობთ უსასყიდლოდ...“ - ქართველები უკრაინელებისთვის ერთიანდებიან

1645693727
დახმარება

დღეს რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვა. დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

აღნიშნულმა ფაქტმა ქართველი საზოგადოებაც შეძრა. განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა, გაერთიანდნენ და უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად სხვადასხვა გზები გამონახეს.

„შემიძლია ბორჯომში ჩემი ოთახი დავუთმო უკრაინის მოქალაქეებს და უსასყიდლოდ ვუმასპინძლო.

შემიძლია ორი-სამი ადამიანის გამასპინძლება. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია - შემეხმიანეთ“, - წერს გიორგი ჩილინა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში სასტუმროები და სხვადასხვა კერძო ბიზნესები მზაობას გამოთქვამენ, რომ უსასყიდლოდ დაეხმარონ უკრაინის მოქალაქეებს.

„ჩემი პარტნიორის სასტუმრო „ფოლკი“ გრიშაშვილის # 56 უფასოდ უთმობს ნომრებს საუზმით, საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ - ნათია ჩქარეული 599 888 228“, - წერ ია ფარულავა.

„საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მივმართავ, გამოიჩინეთ უმაღლესი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეთ ქვეყნის ღირსება, შესთავაზეთ დროებითი თავშესაფარი ქალებს, ბავშვებს უკრაინიდან, სანამ ომი იქნება მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. დღეს ქვეყნის ღირსების შენარჩუნება ისევ ჩვენვე უნდა შევძლოთ და ჩვენი ხმა ისმოდეს.

პირველივე მსურველი გამოჩნდა Mgzavrebi Hotel Chain • სასტუმროების ქსელი მგზავრები სახით, რომელიც მზადაა ბათუმში, ბაკურიანში, გონიოში, თბილისში თავისი სასტუმრო კორპუსები დაუთმოს უკრაინელ ბავშვებს, ქალებს და ომის მსხვერპლებს, რომ დროებითი თავშესაფარი ჰქონდეთ ომის მიმდინარეობისას
,,მგზავრები ჯგუფს" დავით ცერცვაძე და ლევან ყარალაშვილი წარმოადგენენ, დაიმახსოვრეთ ეს სახელები

+ სასტუმრო Rcheuli Marani Telavi 30 -ნომრიან სასტუმროს დაუთმობს თავშესაფრად უკრაინის მოქალაქეებს
+ სასტუმრო BEST Hotel, თბილისი
+ უამრავი მოქალაქე გვწერს და მზადაა მიიღოს თითო ოჯახი სტუმრად
გააზიარეთ პოსტი და მოუწოდეთ ყველას, ვისაც აქვს შანსი იყოს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახე ამ მძიმე დროს“, - წერს ირაკლი კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„აფეთქებების ხმა ესმოდათ. ჯერჯერობით სასტუმროში არიან...“ ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინაში იმყოფება

🔵სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

🔵„განადგურებულია რუსეთის 7 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია“ - ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში

🔵ოდესის ოლქში რუსულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება