Digest Logo

„ბოლო ორი კვირა საწოლს არ მოშორებია, როგორც იდეალური შვილი და რა თქმა უნდა, იდეალური დედა, მე სხვა საშუალება არ გამაჩნია და Facebook-ით ვუსამძიმრებ სანდრას“ - სააკაშვილის ემოციური პოსტი

1644828537
მიშა

რამდენიმე დღის წინ სანდრა რულოვსის დედა გარდაიცვალა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიდედრის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. 

„სანდრას დედა, მაგდა გარდაიცვალა. ის იყო ძალიან კეთილშობილი, მშრომელი, ლამაზი ქალი. მაგდა ვან დერ პული, მიუხედავად თავისი არისტოკრატული წარმოშობისა, იყო უკიდურესად თავმდაბალი და ძალიან უსიტყვო.

თუ სადმე იციან გვერდით დგომა, ნათესაობა, ერთმანეთის გატანა, ეს ჰოლანდიაა.

ბოლო რამდენიმე წელი მაგდას ალცჰაიმერის დაავადება სჭირდა. მისმა მეუღლემ, ედუარდმა, ბინა შეიძინა კლინიკის გვერდით, რათა მაგდა ყოველდღე ენახა. სანდრა თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დაფრინავდა თბილისიდან სახლში, ტერნეუზენში და ასევე უვლიდა დედას.

ბოლო ორი კვირა კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, საწოლს არ მოშორებია როგორც იდეალური შვილი და რა თქმა უნდა, იდეალური დედა.

მე სხვა საშუალება არ გამაჩნია, სატელეფონო ზარებიც კი აკრძალული მაქვს და Facebook-ით ვუსამძიმრებ სანდრას, მის მამას, ედუარდს, ძმას, ეგბერტს და ჩემს ნიკუშას და ედუჩას მაგდა ვან დერ პულის გარდაცვალებას.
მაგდა მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან, ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა. ღრმად სწამდა ღმერთის და იმედია ახლა შეუერთდება ანგელოზთა კრებულს და იქ გააგრძელებს სიმღერას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: მამულიჩას ვალენტინობის გრანდიოზული საჩუქარი ლელა წურწუმიას

🔵რომანტიკა მზის ჩასვლის ფონზე - ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე კალიფორნიიდან ფოტოებს აქვეყნებს

🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე

🔵„სიყვარული ყველას უნდა“ - მაკა ზამბახიძის ფოტოსესია ვენახში ქმართან ერთად

🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია

🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია