Digest Logo

„ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია. თითი, თითზე არ დაგიდია და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, საღოლ“ - ნიკა მელია გიორგი არველაძეს დაუპირისპირდა

1641452204
ნიკა მელია და ნიკა მელია

ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ირონიულად შეეხო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რამაც მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას შორის დაპირისპირება გამოიწვია.

თურმე ყაზახეთის მთავრობა გადადგომას არც განიხილავდა, არხეინად ყოფილან. მაგრამ აჯანყებულთა ლიდერს ჯიქურ შეუთვლია, თუ არ გადადგებით, საკუთარ ოფისში მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო.
ეს რომ გაუგიათ დაპანიკებულან მთავრობაში. დაფერთხილან თურმე ეგრევე კაბინეტებიდან, ვინ სად გარბოდა და ვინ სადო. განცხადებების წერას ერთმანეთს ვერ ასწრებდნენო და შიშით ხელები უცახცახებდათო.

ეს ამბავი სანდო წყარომ გამომიტანა შიგნიდან, მაგრამ მართალია თუ არა არ ვიცი“, - წერდა გიორგი არველაძე.

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ნიკანორ მელია გამოეხმაურა და გიორგი არველაძეს კომენტარი დაუწერა.

„ვახ შენ რა კაცი ხარ .. უბრალოდ ძალას სად პოულობ, როცა ასეთ პოსტებს წერ.

ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია, თითი, თითზე არ დაგიდია და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს - საღოლ.

ვინმეს თუ ეკუთვნის ახლა საქართველოში ყოფნა – ეს შენ ხარ. მიშა ციხეში ზის და უბრალოდ გეკუთვნის აქ ყოფნა, აი პირადი ვალდებულება გაქვს მაგ კაცთან. მეგობრულიც და კოლეგიალურიც.

არც ბიძინას პროკურატურა გდევნის და არც ძებნაა გამოცხადებული – ადექი და ჩამოდი და იაქტიურე, მხოლოდ გაგვახარებ. ყველა ის მონაცემი გაქვს, რაც ოპოზიციონერს სჭირდება – უბრალოდ ჩამოდი.

ან თუ არ იაქტიურებ, ჯასთ ჩამოდი და აქაურ კლუბებში და რესტორნებში იარე და აქედან დაპოსტე, ასეთ შემთხვევაში მივიღებ შენს კრიტიკას.

მოკლედ, კრიტიკის მოსმენა ყველას მხრიდან შეიძლება და აი შენი მხრიდან არა ძმაო – სანამ მანდ ხარ, სადაც ხარ (ახლა მგონი დუბაიში ხარ) შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაკტუსებზე წერდე! ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი არსებობს, რომ ასე მოიქცე.. არ გეწყინოს…”,- წერს ნიკანორ მელია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეგ არაფერი, შეცდა კაცი, ვინ იცის როგორ უჭირდა და ხელი წაუცდა, ამის გამო ხომ არ უნდა მოვკვეთოთ“ - ბესო ჩუბინიძე წიკლაურის ქანდაკებაზე

🔵„ომიკრონის“ ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გარდაუვალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო“ - მამა პეტრე

🔵„ქალი, რომელიც ყველას უყვარდა “ - ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა

🔵„იძინეთ, იძინეთ... საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც“ - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს