საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეუფე სერგი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„დაქვრივდა ნეკრესის კათედრა, სამწუხაროდ გარდაიცვალა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).
უფალმა აცხონოს მისი უკვდავი სული.
ვუსამძიმრებ მეუფის ოჯახს, სამწყსოს და სამღვდელო დასს“, - წერს სოციალურ ქსელში მამა ნაზარ ბასილაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ლიცენზია კი არა, დიპლომი უნდა დაახიო თავზე" - ვისზე წერს და რამ გააბრაზა გიორგი ფხაკაძე