ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ამერიკის ერთ-ერთ შტატში მომხდარ ამბავზე წერს. ამბობს, რომ ორეგონაში ექიმს ლიცენზია მხოლოდ იმიტომ ჩამოართვეს, რომ პირბადეს მავნე უწოდა.
„ამერიკაში, ორეგონას შტატში ექიმს ჩამოერთვა ლიცენზია პირბადე არის მავნეო. როდის დადგება დრო, როცა საქართველოში ანალოგიურ ნაბიჯებს გადავდგამთ?!… ანდა ბევრს ნამდვილად ლიცენზია კი არა, დიპლომი უნდა დაახიო თავზე …. ვის?! პირველ რიგში იმათ, ვინც ამბობს, რომ სამედიცინო პირბადე „მავნეა”, ან „არ შველის”, ან უკეთიათ, მაგრამ არასწორად.
ვაქცინები „არაა საჭირო” ან „კოვიდგადატანილებს არ სჭირდება” ან თვითონ არ არიან აცრილები. ვიცი, სიმართლე მწარეა და ისიც ვიცი, რომ ბევრს გულზე არ ვეხატები … ვხედავ, აგერ ჩემი ვიდეოების მონტაჟებს აკეთებენ, დისკრედიტაციას ცდილობენ, შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ ჩართულია, მაგრამ ვის ან რას ებრძვით …ებრძვით სიმართლეს ანუ საკუთარ თავს ებრძვით.
არაპროფესიონალიზმი კლავს. ტყუილი კლავს. მე მაინც ვიტყვი სიმართლეს, მე მაინც არ გავჩუმდები. რატომ? უბრალოდ, მიყვარს ჩემი სამშობლო, მეტი არაფერი… და თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო?!", - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე" - ნახეთ, რა მოხდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში