Digest Logo

„დედა, მაპატიე, შენ რომ მანდ ხარ, ჭურვების და ტყვიების ხმისგან შეშინებული და მე აქ... მე, რომელსაც მხოლოდ ჩემი გრძნობების გადმოცემა შემიძლია...“ - ანა შალამბერიძის ემოციური წერილი დედას

1645695255
ანა შალამბერიძე

რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვა. დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

ანა შალამბერიძე არის გოგო, რომლის დედაც ახლა უკრაინაში იმყოფება. ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და დედასთან მიწერილ „სქრინებს“ ასაჯაროებს.

„ამ ომშიც ყველას თავისი ომი აქვს.. ეს დედაჩემია. დედას ოჯახი უკრაინიდან არის. ერთია პოსტები, რომლებსაც ვნახულობ, მაგრამ მეორეა როდესაც ეს ომი უშუალოდ შენ და შენს ოჯახს გეხებათ.

პასუხის დაგვიანების დროს, ზარზე არ პასუხის დროს მილიონ ცუდ რაღაცას ვფიქრობ, მილიონი შიში და ემოცია გამივლის სხეულში და ბოლოს ყველაზე ძლიერად რაც მრჩება, არის შიში.

მეშინია ჩემი ოჯახის გამო, ჩემი საყვარელი ადამიანების გამო, უდანაშაულო ადამიანების გამო, უკრაინის გამო.

მძულს უძლურების მდგომარეობა და ახლა ზუსტად ასე ვარ ..

დედა, მაპატიე, შენ რომ მანდ ხარ ჭურვების და ტყვიების ხმისგან შეშინებული და მე აქ, მე რომელსაც მხოლოდ ჩემი გრძნობების გადმოცემა და საკუთარი აზრის გამოხატვა შემიძლია მომხდართან დაკავშირებით. მინდა მჯეროდეს, რომ კარგად იქნება ყველაფერი, იმედი ერთადერთია, რაც ახლა გამაჩნია...

თურმე გაზაფხულზე იქაურობა ყველაზე ლამაზი ყოფილა, სულ მალე ისევ ყველაზე ლამაზი იქნება, ჩემი მეორე სახლი“, - წერს ანა შალამბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ბავშვებს, ქალებს და ომის მსხვერპლებს - შევიფარებთ... დავუთმობთ უსასყიდლოდ...“ - ქართველები უკრაინელებისთვის ერთიანდებიან

🔵„დედაჩემი საფრთხეშია, ბოლოს, როცა მას ველაპარაკე, სარდაფში იყო დამალული“ - რას წერს ლექს-სენის უკრაინელი მეუღლე

🔵„აფეთქებების ხმა ესმოდათ. ჯერჯერობით სასტუმროში არიან...“ ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინაში იმყოფება

🔵სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს