რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვა. დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ქართველი მომღერლის ლექს-სენის მეუღლე წერს და ამბობს, რომ დედამისი, რომელიც უკრაინაშია, საფრთხის წინაშეა.
„დედაჩემი საფრთხეშია. აფეთქება მოხდა მის სამსახურში. ბოლოს, როცა მას ველაპარაკე, სარდაფში იყო დამალული პერსონალი. ყველა, ვინც პუტინის მხარეს არის, ვუსურვებ, ისე იყოს, როგორც მე ვარ ახლა!..“, - წერს ტატიანა ბურია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აფეთქებების ხმა ესმოდათ. ჯერჯერობით სასტუმროში არიან...“ ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინაში იმყოფება
🔵სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
🔵ოდესის ოლქში რუსულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება