Digest Logo

ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა სკანდალში ეხვევა - მას დის შვილიშვილის გატაცებას ედავებიან

1634542011
ნატა გაგუა

ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა სკანდალში ეხვევა - მას დის შვილიშვილის გატაცებას ედავებიან. ამის შესახებ გაგუა სოციალურ ქსელში თავად წერს.

მისი თქმით, დის შვილმა ბავშვი თავად მიუყვანა და ცოტა ხნით მისი მოვლა სთხოვა, ბავშვის დედა კი მას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი შვილის მისაკუთრება უნდა, რადგან თავად შვილი არ ჰყავს.

 

„საზღვარი არსებობს ამქვეყნად, მორალური საზღვარი და იურიდიულიც, ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ მეგობრებო.

ეს საზღვარი რომ გადაილახა როგორც ერთი, ისე მეორე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატუსის გასაჯაროება. სხვანაირად გამორიცხული იყო ჩემგან ასეთი, ესეც კარგად მოეხსენება ვინც მე მიცნობს, როგორც პიროვნებას, მოქალაქეს და ექიმს. სანამ ადამიანები გვქვია დის შვილიშვილი იგივე შენი შვილიშვილია, გული შეგტკივა მასზე როგორც მშობლიურზე, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცზე. სწორედ ამ მომენტმა იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც ოჯახური კონფლიქტის გამო ბავშვის ბედთან შეხება მომიხდა. ბავშვის მდგომარეობით შეშფოთებულმა მამამ მომიყვანა იგი სახლში, ჩემმა დისშვილმა.

აი, ამის შემდეგ დაიწყო კოშმარი, რომელიც ყოველგვარი ადამიანობის საზღვრებს გადაცდა და უფრო მეტიც, ცილისწამების რელსებზე გადაიჭრა აშკარად წონასწორობიდან გამოსული ბავშვის დედის დამსახურებით და წყალობით. ადამიანის თანაგრძნობა შემიძლია (ორივე მშობლის თანაგრძნობამაც გამოიწვია ბუნებრივია ჩემი ბავშვის ბედით დაინტერესება ამ კრიტიკულ მომენტში) და არც იმ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები, ვინც თავს უფლებას მისცემს ცოლქმრულ კონფლიქტში ჩაერიოს და მათი პირადი საქმეები არჩიოს. მაგრამ იმას რასაც თაკო (თამთა) პაჭკორია სჩადის ნამდვილად ვერ დავუხუჭავ თვალს, როგორც პიროვნულად, ისე იურიდიულად, თუკი ეს ადამიანი თავის პოზიციას არ შეცვლის და საჯაროდ არ დააფიქსირებს ამას, თუნდაც ადამიანურად ბოდიშის მოხდის სახით. ცილისწამება, მძიმე და საშინელი მოლანდება-ბრალდებების შეთხზვა და შეთითხვნა ჩემი მისამართით, იურიდიული მისამართის საჯარო დაფიქსირება და ადამიანების მოწოდება პირდაპირ გამოილაშქრონ ჩემს წინააღმდეგ, როგორც ბავშვის გამტაცებლის და უფრო მეტიც, პერსპექტივაში მიმთვისებლის.

მართლაც საზღვარი აქვს ყველაფერს, ეს საზღვარი გადაილახა და იმიტომაც ვწერ ასე მშრალად, მკაცრად და საჯაროდ, ვიმეორებ. იურიდიული კანონი არსებობს და სასამართლო, ესეც კარგად მოეხსენება ყველას და ნურც ნურავის დაავიწყდება, მათ შორის პატარა ელენიკოს აშკარად ჯანსაღ და სწორ აზროვნებას მოწყვეტილ დედას. ბავშვის მომავალი ცხოვრება და ბედია განსაკუთრებით მტკივნეული, მაფიქრებს და მაწუხებს ეს ამბავი, მამუხრუჭებს აგრეთვე, თორემ ალბათ აქამდეც მივიღებდი მკაცრ და სამართლიან ზომებს. და მაინც: იქნებ აჯობებდა სწორედ ბავშვის მომავალზე ვიფიქროთ მისმა ნათესავებმა ყველამ ერთად და არა იმის შესახებ ერთმანეთს ცილი დავწამოთ და შეურაცხყოთ დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ.

ლაივს ლაივზე რთავს და მის საქციელს ვხედავდი არა მარტო მე, არამედ მისი ყველა ფეისბუკ მეგობარი. იმაზე მეტი დაანახა ხალხს ვიდრე წარმომედგინა და დავუშვებდი. რომც მომეყოლა, ალბათ არც დაიჯერებდით, მაგრამ ტოტი რომელზეც იჯდა თავად მოიჭრა რამდენიმე სოციალურ ქსელში გაკეთებული ლაივებით. ყველაფერს აქვს მართლა საზღვარი. თაკოს ჰყავს მშობლები, მეგობრები და კიდევ ბევრი კეთილის მსურველი, ნუთუ არავინ აღმოჩდით მათ შორის საღი გონების პატრონი? ყველამ თავის საქციელზე აგოს პასუხი, ჰოდა მოემზადეთ, მერე არ დამიდოთ ექიმის დასკვნები არაჯანმრთელ მდგომარეობებზე და ა.შ. გააზრებულ ცილისწამებას და ბოროტებას შესაბამისად გაეცემა პასუხი!

უფალი ზეობს, გულთამხილავი და ყოვლისმხედი, მაინც ამ ნოტაზე მინდა დავასრულო ეს სტატუსი: მან იცის რომელმა გულისტკივილმა მაფიქრინა და დამაწერინა ყოველივე ზემოთქმული. კიდევ ერთხელ მაპატიეთ მეგობრებო აქამდე რომ ვდუმდი და ინფორმაციულ ვაკუუმში გამყოფებდით ჩემს მიმართ გამოთქმულ ცილისმწამებელთან დაკავშირებით. ალბათ მაინც ვფიქრობდი, რომ დროზე მოეგებოდა გონს აშკარად შინაგანად გზააბნეული და შეცდომილი ბავშვის დედა, როგორც ჩანს ვცდებოდი“- წერს ნატა გაგუა.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90% - გვარამია საკუთარ ცხოვრებაზე

🔵„რა გამოხედვააა, ლელაა“ - ლელა წურწუმიას ახალმა ფოტოებმა ფურორი მოახდინა

🔵„შორენა ბეგაშვილი მბაძავს, თავიდან მე უფრო ცნობადი ვიყავი“ - ნატა გულიაშვილის სკანდალური სიმართლე

🔵„სანდრა ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა“ - მედეა ვასაძე

🔵ორგანოებით ვაჭრობა, „ქმრის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ღირსებააყრილი პირველი ლედი!“ - სკანდალებში გახვეული სანდრა რულოვსი