Digest Logo

„დღეიდან დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი“ - ანი ნადარეიშვილი

1636180845
ბაჩო ახალაია

პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის ბაჩო ახალაია მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს, რომ ბაჩო ახალაია უკანონო პატიმრობაში იმყოფება და თავის დროზე რომ მისი უფლებები სათანადოდ დაეცვათ დღეს საჭირო აღარ გახდებოდა იმაზე ბრძოლა, რაზედაც  მისი თანაგუნდელები იბრძვიან.

„დღეიდან დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა (არ დავიწყებ ახლა აქ როგორ და რის საფუძველზე) და მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს უფლება პატიმარი თუნდაც ერთი საათით ზედმეტად გააჩეროს საპატიმროში.

ჯერჯერობით ოლიგარქის სასამართლოს ბოლო განჩინებით 2022 წლის 1 მარტს თავისუფლდება, მაგრამ გულწრფელად მითხარით, რომელს გაგიკვირდებათ ერთ დღესაც აი ის სუსის ტაბელური ავტომატი ან ხელყუმბარა რომ აღმოუჩინონ საკანში ლეიბის ქვეშ, რომელსაც გარეთ ადამიანებს ბავშვების საწოლის ქვეშ უდებენ?!

ხოდა, ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი“, - წერს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, ბაჩო ახალია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე. 2005-2008 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წლებში — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ხოლო 2009 წლის 28 აგვისტოდან 2012 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო.

2012 წლის 4 ივლისს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა იმავე წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოებაში მისი გათავისუფლების მოთხოვნა აგორდა. შედეგად, 20 სექტემბერს, ახალაიამ თანამდებობა დატოვა. ბაჩო ახალაია საქართველოს სახალხო დამცველისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ადამიანის უფლებების, მათ შორის პატიმრების, ხელყოფაშია დადანაშაულებული. მასვე ადანაშაულებენ 2006 წლის 27 მარტს, ორთაჭალის ციხეში მომხდარი ბუნტის პროვოცირებასა და 2012 წლის სექტემბრის მოვლენებში, რაც გლდანის ციხეში პატიმრების წამებას უკავშირდებოდა

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“

🔵„ამაზე საშინელება აღარც არსებობს - სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ“ - აკა სინჯიკაშვილი

🔵„დღეს მოგინდებათ პირადი სივრცის შენარჩუნება და მეტი თავისუფლების მოპოვება“ - ცაგარელი