Digest Logo

„ერთგულების ნიჭი ძალიან ცოტას გააჩნია… უნიჭოებს კი ოდნავი საბაბი რომ მიეცემათ, ოცდაათი ვერცხლის გარეშეც გაგყიდიან“ - პეტრე კოლხი

1641198261
სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, ადამიანურ ემოციებზე, ცხოვრების გამოწვევებსა და ურთიერთობების მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, სანამ ცოცხალი ხარ, ტკივილიც უნდა იგრძნო, სიხარულიც, დაცემაც, წამოდგომაც, წაგებაც და მოგებაც, რადგან ამის გარეშე რობოტი ხარ!

„ერთი, ორ ძლიერ დარტყმას თუ გაუძელი, მერე პატარა რყევები ადგილიდან ვერ დაგძრავს… ყველაზე მეტად ის პოზიცია უნდა გაამაგრო, საიდანაც გგონია, რომ ნაკლები შემოტევა გექნება…

ბოლომდე გულწრფელი იყავი, მაგრამ ბოლომდე არავის ენდო… ერთგულების ნიჭი ძალიან ცოტას გააჩნია… უნიჭოებს კი ოდნავი საბაბი რომ მიეცემათ, ოცდაათი ვერცხლის გარეშეც გაგყიდიან, რადგან დაგაზარალოთ… ვერც იმას ხვდებიან, ყველაზე მეტად მოღალატე და ორგული ზარალდება ამ სამყაროში…

ძალიან ბევრს ემოციის გამოვლენის ეშინია, „უტყდება“… ეს სისუსტე ჰგონია და იმიტომ… არადა, სამყარო ემოციისგან და ემოციისთვის შეიქმნა… ძლიერს გააჩნია ემოციის უნარი, აბა, უემოციო ადამიანი უსუსური და პრაქტიკულად მკვდარია…

გულგრილობა, პირქუში გამოხედვა, პატარა, უსუსურ ადამიანებს ახასიათებთ… ისინი ვერ უძლებენ სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთობების უნარს და სიუხეშეს ჯავშნად იყენებენ, რომ ძლიერები გამოჩნდნენ… სწორედ აქ ვლინდება მათი არარაობა… სიყვარული და სიხარული რომ გაშინებს, მაშინ რისთვის უნდა იცოცხლო საერთოდ…
ჰოდა, ამიტომაც არის, მატერიალურად იმდენი აქვთ, მთელ მათ მოდგმას ყოფნის, მაგრამ მაინც მოწყენილობისგან, დეპრესიისგან, ერთფეროვნებისგან იტანჯებიან… იმიტომ, რომ არავინ უყვართ, არავინ უხარიათ, ნაჭუჭში იკეტებიან და ძვირად ღირებულ ნივთებს დაჰფოფინებენ…. ნივთს კი ბედნიერება არასდროს მოაქვს… ის წამიერი ემოციაა და მალევე ქრება… მასზე დამონებული ადამიანი ვერასდროს იგრძნობს მის ნამდვილ დანიშნულებას…

სანამ ცოცხალი ხარ, ტკივილიც უნდა იგრძნო, სიხარულიც, დაცემაც, წამოდგომაც, წაგებაც და მოგებაც… ამის გარეშე რობოტი ხარ!..“ - წერს დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას

🔵„ახალი წლის შემდეგ განტვირთვის დღეები აუცილებელია“ - ენდოკრინოლოგის რჩევები

🔵„ვერ ასრულებული ოცნებების ახლებურად განხორციელების დღეა“ - ცაგარელი

🔵„სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა“ - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

🔵ლეკვი, რომელიც საქართველოში ნაგავზე გადააგდეს, შვედეთში იცხოვრებს