Digest Logo

„ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე... ძალიან ბევრი წელი ვიტანჯებოდი“ - ნეკა დოროყაშვილის პირველი კომენტარი

1642945254
ნიკოლოზ ბასილაშვილი

გუშინ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის საქმის მასალები გავრცელდა, სადაც  სკანდალური შინაარსის სატელეფონო საუბარია ნაჩვენები. როგორც ირკვევა, სპორტსმენს ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს.

მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს სოციალურ ქსელში  მოდელი ნეკა დოროყაშვილი გამოეხმაურა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„უამრავი მესიჯი მივიღე პირადში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ ყველას გიპასუხოთ. უდიდეს სითბოს ვგრძნობ თქვენგან, რაც მე მაძლიერებს.

ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე. ძალიან ბევრი წელი ვიტანჯებოდი, ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩვენს ქვეყანაში ასეთ მდგომარეობაში ახლა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველა ის ქალი, ბავშვი და გავუკვალოთ მომავალი მათ. მე მჯერა რომ ჩემს თავზე გადატანილი ტრაგედია იქნება მაგალითი. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ წელში გადავტეხოთ საქართველოში ქალის (ბავშვის) (ადამიანის) ჩაგვრა! დისკრიმინაცია! ძალადობა!

ჩვენ უნდა ვუშველოთ და დავეხმაროთ ამ ქალებს! უნდა გავათავისუფლოთ! გვახსოვდეს ისინი დღეს ისევ იტანჯებიან, ცხოვრობენ ტყვეობაში და ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵წმიდა სინოდის წევრი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა

🔵„ატყდა ტირილი ჩემი მხრიდან, ლამის დავულეწე იქაურობა... ბავშვი მაჩვენეთ -მეთქი, მაგრამ ეჰ, ჯალათები“ - დედის ემოციური წერილი, რომელიც შვილს ეძებს

🔵„ფრთხილად!... რუსები მოდიან ცეცხლითა და მახვილით და ეს გამოიწვევს დიდ ომებს...“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

🔵„წინააღმდეგი იყო აცრის... კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ვერ დაარწმუნეს“ - ვიკა ბუკია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„მეუღლემ იმდენი ინერვიულა, რომ ეს საშინელება მოხდა...“ გარდაცვლილი დავით პაპასკირის ოჯახის შესახებ კიდევ ერთი მძიმე ამბავი ვრცელდება