ჟურნალისტ ეკა მიშველაძის შვილი, მაკო დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ეკამ გამოაქვეყნა.
„გაჩნდა კიტა გაგუა. 4 700. ჩემი მაკო დედა გახდა, მე კი ბებია“, - წერს ეკა.
ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილამდე ერთხელ იყო გათხოვილი, მას ორი შვილი ჰყავს. ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილამდე ერთ-ერთ ქართველ მხატვარს ხვდებოდა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.
ეკას საკმაოდ წარმატებული შვილები ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი, მაკო კვიტაიშვილი დედის კვალს გაჰყვა და „რუსთვი 2“-ის გუნდის წევრია.
„დედაჩემის და ბუკას სიყვარულისმაგვარი არ მინახავს, ასეთს ვერავის ურთიერთობაში ვხედავ. როდესაც დავინახე, რომ ასე უყვარდათ ერთმანეთი, მივხვდი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც დედა ასეთი ბედნიერი ყოფილიყო“, - ამბობდა მაკო კვიტაიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცოტაც მოითმინეთ და 10-დან კოსმოსი კარგ ამბებს გპირდებათ - ხათუნა ნოელი