Digest Logo

„ისტორიულად ცაციებიც არანორმალურები ეგონათ და  იდევნებოდნენ... წითურებს კი ცეცხლზე წვავდნენ“ - არჩილ მარშანია

1625207508
ექიმი არჩილ მარშანია

ექიმი, არჩილ მარშანია თბილისში ლგბტ თემის  წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლებს „ეგოს ფხანას“ უწოდებს და ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოების გაზრდა, რათა ყველა ადამიანმა თავი თანასწორად იგრძნოს.

ამავე პოსტში მარშანია ჰყვება თუ რამხელა გზის გავლა უწევდათ უმცირესობებს საზოგადოებაში დასამკვიდრებლად. მან გაიხსენა, რომ საუკუნეების წინ, ცეცხლზე წვავდნენ წითურ ადამიანებს, ცაციებს კი არანორმალურებად მიიჩნევდნენ.

„პატარა ეგოს ფხანა და მისი ისტორიული ექსკურსი პლანეტა დედამიწაზე.

ნებისმიერი საზოგადოება (მისი რაღაც ნაწილი) ყოველთვის მიდრეკილია ამავე საზოგადოების გარკვეული ნაწილის ჩაგვრისკენ. როგორც წესი, ჩაგრულ ადამიანებს საზოგადოება გამოარჩევს რამდენიმე ნიშნით:

ან უნდა იყვნენ უმცირესობაში;

და/ან უნდა იყვნენ ფიზიკურად სუსტები;

და/ან განსხვავებულები.

ამის გამო, საუკუნეების წინ მაგალითად ჟღალი თმების მქონე ადამიანები ეშმაკისეულებად ჰყავდათ წარმოდგენილი და დევნიდნენ, იმიტომ, რომ რა ვიცი „რანაირად შეიძლება ყოფილიყო ეგ ნორმალური?!„.

დღეს ცხადია მათ არავინ დევნის და კოცონზეც არავინ წვავს, თუმცა ამ მანკიერი ისტორიული პრაქტიკის გამოძახილია ის დამცინავი ზედმეტსახელები როგორიცაა „რიჟა“, „redheads“ (ინგლისურენოვან ქვეყნებში) და ა.შ.
უხამს ანეკდოტებს და „ღადაობებს“ „რიჟებზე“ აღარ გავიხსენებ ახლა.

ქალები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები სულ ახლახან გახდნენ იდეაში, მანამდე ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდნენ, მერე სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებისთვის, მერე სამსახურში წასვლის უფლებისთვის, მოკლე კაბის ან შარვლის ჩაცმისთვის და ზოგადად ადამიანად აღქმისთვის და თანაბარ უფლებიანობისთვის, რომ ადამიანია ქალიც და რასაც უნდა იმას გააკეთებს, ამისთვის არავის ნებართვა არ სჭირდება.

თუმცა მანამდე რანაირად შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ძმაო ნორმალური?

განსხვავებული კანის ფერი, განსაკუთრებით შავი, აგერ მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი პირდაპირი მნიშვნელობით არაადამიანობა იყო, ზოოპარკში ჰყავდათ გამოკეტილი აფრიკელი ბავშვები, იმის წინ რა ხდებოდა კიდე აღარ გავიხსენებ. ძირითადი შეკითხვა მაშინ ეს იყო: რა ვიცი რანაირად შეიძლება შავი ადამიანი ნორმალური იყოს?

ალბინოს ბავშვებს მიყრუებულ აფრიკის სოფლებში დღესაც დასდევენ დასახოცად, „რანაირად შეიძლება იყოს ეს ნორმალური“ მოტივით;

ცაციებმაც დაახლოებით იგივე ბედი გაიზიარეს, ისტორიულად ისინი არანორმალურები და გადახრა ეგონათ და იდევნებოდნენ.

დღეს რა თქმა უნდა აღარავინ დევნის მათ, თუმცა ამ მანკიერი ისტორიული გამოცდილების გაგრძელებაა ის, რომ დიდი ალბათობით თქვენ უმრავლესობასაც ახსოვს თუ როგორ უშლიდნენ ბავშვებს მარცხენა ხელით ქმედებებს, ხელს უბამდნენ ან შარვალში აყოფინებდნენ.

მეტიც, ამ ისტორიულმა გამოცდილებამ სიტყვიერებაშიც პოვა გამოძახილი და „მარჯვენა“ ზოგადად შემორჩა როგორც დადებითი კონტექსტის მატარებელი, „მარცხენა“ კი უარყოფითის:

„შენ მარჯვენას გაუმარჯოს“ - დადებითი კონტექსტის მატარებელია;

„რა მარცხენა ფეხზე ადექი“ კი უარყოფითის;

მარცხენა მხარზე რომ ეშმაკია და მარჯვენაზე ანგელოზი, ესეც კარგად გვახსოვს იმედია.

ეს ყველაფერი არამარტო ქართულ ენაში, მაგალითად RIGHT ინგლისურად არის მარჯვენაც და მართალიც, ასევე სიტყვა sinister რაც ნიშნავს ავბედითს, წამოსულია სიტყვიდან sinistra-დან რაც ნიშნავს მარცხენას.

მსგავსი კიდევ უამრავი მაგალითი არსებობს, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი, ამ ადამიანების დევნა, ჩაგვრა, ხოცვა და გადახრად აღქმა, ხდებოდა არაფრის საფუძველზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ უმცირესობაში, ან სუსტები და იყვნენ განსხვავებულები.

„ზედმეტები მოსდით ძმაო“ - ზედმეტი რა არის ყველა სუბიექტურად აღიქვამს, თუმცა ზოგადად კი ბატონო მოსდით, ყველას მოგვდის ზედმეტები, აბსოლუტურად ყველას, ადამიანური ბუნებაა. საერთოდ ნებისმიერი „ულტრა“ და რადიკალური რაც არის, უკვე ზედმეტია, ხშირად სასაცილო და მავნებლურიც კი, ულტრა ყველგან ულტრაა უფლებების დაცვაშიც, პატრიოტიზმშიც და ღომის ჭამაშიც.

თუმცა ჩვენ, უმრავლესობაში მყოფ ადამიანებს თუ მოგვდის ზედმეტები ხანდახან, იმ ადამიანების რანაირად შეგვიძლია გაგვიკვირდეს რომლებსაც არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ დაიბადნენ განსხვავებულები, ან კლავდნენ, ან დედის ტრაკს აგინებდნენ ან დევნიდნენ, მერე ვიღაცამ თავი მაღლა ასწია და დაიწყეს არსებობისთვის და ელემენტარული უფლებებისთვის ბრძოლა.

ეს „ზედმეტი მოსვლა“ არ არის მისაღები არსად, თუმცა სრულიად გასაგებია და დალაგდება აუცილებლად.
დიდი სამეცნიერო განათლება ან ისტორიის ცოდნა არ სჭირდება იმის გააზრებას და მარტივად, აგერ ყურის ძირში განვლილი ისტორიებითაც შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩაგვრის მთავარი მიზეზი სისუსტე/განსხვავებულობა ან უმცირესობაში ყოფნაა და ძლიერებს და უმრავლესობას არავინ ერჩის:

ახლო წარსულში, „ქალს ტატუ როგორ უნდა ჰქონდეს ძმაო“ მყარი მოსაზრება, უმალვე შეიცვალა, რამდენიმე „კაი ბიჭის და“ რომ გამოჩნდა ტატუებიანი, „გაპრავდა“ მალევე;

„გრძელი თმა პიდა#$სტი ხომ არა ხარ შეჩემა“ მოსაზრება უმალვე გადაშენდა ერთი-ორი მორაგბე რომ გამოჩნდა გრძელი თმით, მიხვდნენ რომ ისინი ასე მარტივად ვერ დაიჩაგრებოდნენ და „გაპრავდა ბრატ“;

პიდარა$%%ობის განმსაზღვრელი, ერთ-ერთ სამკაულს, კაცზე საყურესაც უმალვე შევაჩვიეთ თვალი, როცა ერთი-ორმა ისეთმა გაიკეთა, მილიტარისტი რომ იყო და მაისურზე #არავისგადაუღუნოთ ეწერა, მართლაც რომ რთული აღმოჩნდა გადაღუნვა, ამან კი დაგვაფიქრა რომ კაცობას სამკაული და ჩაცმა კი არა, სიტყვა და საქმე განსაზღვრავს;

რა ვიცი ძმაო არაქალიშვილს როგორ მოიყვანდა ცოლად ნაღდი ვაჟკაცი, ბოზები ვაგზალზეც გვეყოფოდა. მაგრამ ერთი ორმა ავტორიტეტულმა ტიპმა რომ შვილიანი ქალი მოიყვანა ცოლად უბანში, „მერე რა ძმაო, მთავარი სიყვარულია“-ს ფონზე ისიც მივხვდით რომ ქალებს სექსის უფლებაც აქვთ.
და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.

მოკლედ როდესაც ადამიანს ვჩაგრავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოა/უმცირესობაშია, სუსტია ან/და განსხვავებულია, ბრბოს ნაწილი ვართ და პატარა არასრულფასოვან და არშემდგარ ეგოს ვიფხანთ.
ეგო არ გაიზრდება.

საზოგადოება უნდა გაიზარდოს.

უილიამ ალექსანდრ დონალდი, სამედიცინო ლექსიკონი, 1901 წელი:

ჰეტეროსექსუალობა - ეს არის არანორმალური ან გარყვნილი ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ.
(Abnormal or perverted appetite toward the opposite sex).

სექსუალური ორიენტაცია საშვილოსნოში ჰორმონების გავლენის, გენეტიკური და ეპიგენეტიკური ფაქტორების ზემოქმედებით ჩამოყალიბებული, ბიოლოგიურად დეტერმინირებული ბუნებრივი, ნორმალური მოვლენაა, რომელიც არც არჩევანია და არც გადამდები დაავადება“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„წუხელ სასაფლაოზე გავედი და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - გიორგი კეკელიძე

აბიტურიენტი, რომელიც ამბობდა, რომ „ბახტრიონი“ წერა, კართან მდგომი ქალი უმტკიცებდა „მგავზრის წერილები" წერეო

„რამდენად ხშირად ვეუბნები, რომ მიყვარს, არ ვიცი, მაგრამ როგორც კი მომაწვება ემოციურად ეს სიტყვა, სულ ვამბობ"- მაკა ჩიჩუა სიყვარულსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე