„ეს ბროკოლის „ბოჩკაზე“ გაზრდილი „დაიარკა ბოჟიდაროვა“ რამხელა პრეტენზიებით არის“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტის ქეთევან დევდარიანის ფეისბუკ სტატუსს.
პოსტში დევდარიანი მეგობრებს ცხოვრებისეულ დასკვნას უზიარებდა.
როგორც დევდარიანი წერდა, ფეისბუკზე 14-წლიანი გამოცდილებით, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უნდა დაბლოკოს ყველა, ვისი კომენტარებიც დისკომფორტს უქმნის. მან ასევე ურჩია „ფულიანებს“, დაბლოკონ ღარიბები... რამაც ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი გააღიზიანა.
სწორედ ამიტომ, გიორგობიანმა საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკში.
„ეს ბროკოლის „ბოჩკაზე“ გაზრდილი „დაიარკა ბოჟიდაროვა“ რა ოროსანია. „დ“ და „თ“ ვერ გაურჩევია სად დაწეროს და რამხელა პრეტენზიებით არის?!
კამსამოლა თუ პარტკომი გოგი გახარია და შთამომავლობითი კაგებეშნიკი სააკაშვილი „სვეცკობის“ აპოთეოზი რომ ჰგონია ამ მართლა მათხოვარს…
დიდი ხანია ფული იშოვა და „ღარიბი“ აღარ არის?!
კომენტარებში „გეთანხმები-დ“ „სასტავს“ კიკიმორების შაბაში აქვთ, ოროსნების დოღია. ეს პრიმატები რომ ხელისუფლებაში მოვუშვათ, აზრზე ხართ, ადამიანებს რას გვიზამენ?!“ - წერს გიორგობიანი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ვსვამ ადუღებულ წყალს სოდასთან ერთად, შემდეგ ერთი საათი საკვები არ უნდა მიიღო“ - როგორ უვლის თავს ნინო სუხიშვილი?
🔵„გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით… ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!“ - ვის მიმართავს რუსუდან მუმლაძე?
🔵„ვისაც ფული აქვს, ღარიბებიც წაშალოს, რომ ტვინი არ მო##ნან“ - რას წერს ქეთი დევდარიანი?