სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ჩეკურიშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს, რომ ლევან რატიანმა და მაგდა რურუამ 18 წლის ბიჭი მოუკლეს.
„არავინ გაბედოს ლევან რატიანს გმირი უწოდოს. 18 წლის ბიჭი მომიკლეს მაგან და მაგდა რურუამ“, - წერს ნინო ჩეკურიშვილი.
რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერდა, რომ გარდაცვლილს საავადმყოფოში საკვებსაც კი არ აჭმევდნენ.
„წყალი, საკვები, არაფერს არ აძლევენ, უწევთ სველი დაბინძურებული ავადმყოფები... 18 წლის ბიჭი, ჩემი შვილი 20 დღეში გამომიწერეს. ქუსლი, ხერხემალი, მენჯი, ბეჭი ნაწოლებისგან ულპებოდა... მუცელში ჩირქი და საშინელი სეფსისი.
ეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. გაღორებულ რატიანს თვალებიც არ ჰქონდა ტვინთან ერთად..
მკურნალი ექიმი, მაგდა რურუა ხომ სახეზეც ჯალათი და უტიფარია უგულო გარეწარი..
ჰპარავდნენ ძვირად ღირებულ სპეცკვებას, ძვირიან წამლებს, წყალს, ჰიგიენას, რაც ყოველდღე შემქონდა... აძინებენ აბამენ... საქართველოს რეანიმაციები ოსვენციმის ბანაკად აქციეს...“, - წერს გარდაცვლილის დედა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ეს ყველა სახის არაკაცობის განსახიერება... პოლიტიკური მძორი იღებს ხმას“ - გიორგი გამსახურდია ბუკა პეტრიაშვილზე
🔵„ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ სული ტოვებს ჩემს სხეულს... ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვფხიზლდები“ - რას წერს მარიტა როხვაძე
🔵„ჩემი ანგელოზი წავიდა, ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვისაც კი ვცნობდი...“ - ტრაგედია ეკა მიშველაძის ოჯახში