ქართველი სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მიმართვას ავრცელებს. ბრენდ „ციკოლიას" ხელმძღვანელი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს, ნუ გადააყოლებენ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს.
„ყველამ კარგად ნახა ბოლო პერიოდში, რამდენად ინერტული ვარ პოლიტიკური მოვლენების მიმართ და ბევრჯერ აღვნიშნე, თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ეს თემა, თუმცა ის, რაც დღეს ხდება, გულგრილს ვერ დატოვებს ვერავის, ვისაც კი ოდნავ გული შესტკივა საქართველოს იმიჯზე და მომავალზე.
93-ში ერთხელ უკვე ჩავიჯ@@თ სერიოზულად როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა არამც თუ რომელიმე ხელისუფალს, არამედ სრულიად საქართველოს და ერს აღარ ეპატიება. ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დაცინვის ობიექტები. მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, ვისზეა საუბარი, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე, თუ ზურაბიშვილზე.
ღირსება უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არავის მივცეთ იმის საშუალება, რომ მომავალში აშკარა შეცდომები წამოგვაძახონ და უფრო მეტიც, წინ დაგვახვედრონ. თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს. სჯობს, ერთად დავდგეთ ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთად ვებრძოლოთ", - წერს ციკოლია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიერესი შემოქმედი ახალგაზრდა“ - ვინ გარდაეცვალა შალვა ნათელაშვილს
🔵„18 წლის ბიჭი მომიკლეს... არავინ გაბედოს ლევან რატიანს გმირი უწოდოს“ - ნინო ჩეკურიშვილი
🔵„ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ სული ტოვებს ჩემს სხეულს... ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვფხიზლდები“ - რას წერს მარიტა როხვაძე
🔵„ჩემი ანგელოზი წავიდა, ყველაზე საყვარელი ადამიანი, ვისაც კი ვცნობდი...“ - ტრაგედია ეკა მიშველაძის ოჯახში