
პროდიუსერი კახა მამულაშვილი საქართველოში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურის შესახებ წერს, რომ გამოსავალი ელექტრონულ ხმის მიცემაზე გადასვლაა.
„სანამ მანამ, არჩევნებზე ხმის მიცემა არ გადავა ელექტრონულ სისტემაზე, ეს მარაზმი და სიგიჟე, ერთი და იგივე უბედურების ყურება, არ დამთავრდება არასოდეს“- წერს კახა მამულაშვილი.
ინფორმაციისთვის, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფრო კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები. ის ვისაც, 30 ოქტომბერს მოქალაქეები აირჩევენ, მომავალი 4 წლის განმავლობაში თქვენი ქალაქის, თემის ბედს გადაწყვეტს.
ამომრჩეველი 20 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 42 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: