Digest Logo

„წადით არჩევნებზე! პატივი ეცით იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ არჩევნების გამო!“ - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

1635575109
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

„წადით არჩევნებზე! პატივი ეცით იმ ადამიანებს ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ არჩევნების გამო!“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრისთვის ყველა უბანი მზად არის. ცესკოში ამბობენ იმასაც, რომ მათ გაითვალისწინეს ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა.

თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი

🔵წავედი ბრიგადასთან ერთად, ყურძნის კრეფაში დღეში 40 ლარს მიხდიდნენ - ცნობილი ქართველი მსახიობი ვენახებში მუშაობს

🔵„ამ საყოველთაო სიყრუეში, გურამ შარაძის სახელს რომ არავინ ახსენებს, მე ჩემსას ვიტყვი“ – რუსუდან შარაძე

🔵„როგორ სუნთქავთ სირცხვილით იმ ჰაერს, რასაც სულხან მოლაშვილის მამა სუნთქავს? რატომ არ გიჟდებით შვილმკვდარი დედების გოდება რომ გესმით, სული რატომ არ გეწვით?“