Digest Logo

„ეს მოვლენა სამშაბათს მოხდება“ - ცაგარელის გაფრთხილება მიმდინარე კვირის ყველაზე მძიმე დღეზე

1639383223
ცაგარელი მიხეილი, ასტროლოგი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით მიმდინარე კვირა სხვადასხვა მოვლენებით იქნება დახუნძლული. აქ არის სამი გეომაგნიტური დღე, აგრეთვე მარსი გადაინაცვლებს, მორიელიდან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში და კვირას სავსე მთვარე იქნება.

ეს კვირა 2021 წლის ბოლო რთული კვირა, მომდევნო კვირიდან დედამიწა დადებით ენერგოველში შედის და მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდება. ამ კვირაში თითქმის ყველა ადამიანს მოეთხოვება კონკრეტულ საკითხში სიფრთხილის გამოჩენა. აგრეთვე არის სამი გეომაგნიტური დღე, როდესაც წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოითხოვს პროფილაქტიკას. რაც შეეხება მარსის მორიელიდან მშვილდოსანში გადასვლას, მოგეხსენებათ, მარსი საქმისა და ომის პლანეტაა, მშვილდოსანში ის თავს ძალიან კარგად იგრძნობს და ადამიანები გაციებით უფრო კარგად იგრძნობენ თავს, მოიმატებს გამბედაობა და მიზანდასახულობა.

კვირას, 19 დეკემბერს კი სავსე მთვარეა, რაც ადამიანებში, გაღიზიანებას, აგრესიასა და ფეთქებადობას გამოიწვევს, ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, ამ დღეს უნდა გამოიჩინოთ სიმშვიდე. განსაკუთრებით 19 დეკემბრის სავსემთვარეობა იმოქმედებს მშვილდოსანზე, ტყუპებზე, ლომსა და ვერძზე“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება“ - დღის რჩევა

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„კოვიდგადატანილებში „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„იღლიები გაქვთ გამომწვარი?“ – LIDER TV-ის შემქმნელების ახალ კლიპს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა

🔵„ომიკრონმა“ ინტერგენომური თამაშები დაიწყო და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული