
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა არ არის პრივილეგია.
როგორც ხოშტარია წერს, სააკაშვილისთვის სამოქალაქო კლინიკაში განთავსებაზე უარის თქმა შერჩევითი უკანონობაა.
„კარგად მახსოვს პარლამენტში ციხეების მინისტრი თავს რომ იქებდა, სამოქალაქო კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მექანიზმი ავაწყვეთო და სტატისტიკა მოყავდა რამდენი გადაყავდათ ციხიდან. ნახეთ რა ჰუმანურები ვართო.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არანაირი პრივილეგია არაა, პირიქით არგადაყვანა არის შერჩევითი უკანონობა და შურისძიება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს სირცხვილი დარჩება ქვეყანას ლაქად!" - წერს ხოშტარია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: