Digest Logo

„ესაა ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის დერეფანი! ჰოდა, იტალია ხომ გახსოვთ?“- უმძიმესი ფოტო

1628586249
ბათუმი კლინიკა

დღეს, 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი, ხოლო 2713 პირი გამოჯანმრთელდა.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ირინე წუწუნავა ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც პაციენტები დერეფნებში არიან.

 

„ეს ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის დერეფანია დ ე რ ე ფ ა ნ ი!! ჰოდა, იტალია ხომ გახსოვთ?“- წერს ჟურნალისტი ფოტოს აღწერაში.

აღნიშნულ ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„ჟანგბადის აპარატები მაინც იყიდონ და დაამატონ ასე დერეფნებისთვის, რა უნდა ეყოს ამდენ პაციენტს“

„მხოლოდ ღმერთის იმედად ვართ უკვე“

„არაფერი ეშველება ქართველებს! მაინცდამაინც ყველა ოჯახს უნდა მიაკითხოს კორონამ“,- წერენ კომენტარებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სხვების სიცოცხლეზე პასუხს იღებენ არსებები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერზე აუღიათ პასუხისმგებლობა“ - რას წერს ჟურნალისტი?

„37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი და სასულიერო პირი, ერთად ვცდილობთ გადარჩენას,რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!“ - კოვიდინფიცირებული ქალის სულის შემძვრელი პოსტი კლინიკიდან

„დილით იბრძოდა პაციენტი ჩემ პალატაში, წამი და დამთავრდა! ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში“ - კოვიდინფიცირებულის ემოციური პოსტი