ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კოვიდმა „გააშიშვლა“ ქართველების არაპროფესიონალიზმი.
მისი თქმით, შტამები აცრილების არასათანადო რაოდენობის გამო იცვლებიან.
„ანტივაქსერები დააფრიალებენ ისრაელის მაგალითს, გაიზარდა ინფიცირება და სიკვდილიანობა, ისევ იკეტებიან და ამერიკამ წითელ ზონაში შეიყვანაო.
9,3 მილიონიან ისრაელში ბოლო კვირაში 44 ადამიანი გარდაიცვალა, ჩვენს 3,7 მლნ-იან ქვეყანაში - 237.
თუმცა, ისრაელში მართლაც სტატისტიკა მზარდია, რადგან 40% აუცრელია, ხოლო დელტა შტამთან, რომელიც ამჟამად ცირკულირებს, ვაქცინას მხოლოდ 64 %-იანი დაცვა გააჩნია.
შტამები, სწორედ აცრილების არასათანადო ოდენობის გამო იცვლებიან და გვიტევენ ასე. არ წყდება ჯაჭვი...
ამიტომ იკეტებიან, დიახ, სწორედ ჩვენნაირი და საკუთარი ანტივაქსერი ნაწილისგან თავის დასაცავად იკეტებიან.
ამასაც დაამარცხებენ, რადგან უმრავლესობა - 60% მოაზროვნეა, ამიტომ დელტას წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინასაც გაიკეთებენ და გადარჩებიან.
ჩვენ რა ვქნათ? როცა არათუ თავად არ იცრებიან, სხვებსაც მოუწოდებენ.
სხვების სიცოცხლეზე პასუხს იღებენ არსებები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერზე აუღიათ პასუხისმგებლობა.
როგორ გააშიშვლა ამ კოვიდმა ჩვენი ამჩემფეხებობა, არაპროფესიონალიზმი, უფასეულობა და უპასუხისმგებლობა ყველა სფეროსა და ადამიანში.
ეს ვირუსი ჩაივლის და ეს ყველაფერი დაგვრჩება. ეგაა უბედურება!“- წერს ჟურნალისტი.
აგრეთვე წაიკითხეთ: