ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერაა ქობალია 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქობალია აგრესიას და ძალადობას გმობს, ამასთან ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილს არალიბერალური მიდგომები აქვს, რომელიც ქვეყნის საერთო ინტერესებს აზიანებს. ვერა ქობალია მათ უხსნის, რომ ევროპულ ღირებულებებთან ერთად, მაშინ უარი ევროპულ პროდუქციაზეც უნდა თქვან.
„ამ მოძალადეების ყურებით და მათი ფბ კომენტარების გადახედვის მერე რა გამახსენდა, რუსეთს და თურქეთს რომ დაეძაბა ურთიერთობა და რუსები დარბოდნენ თურქულ პროდუქტებს და დროშებს წვავდნენ, ამათი არაფერი გვინდაო. მაშინ ვფიქრობდი, ეგ ჯინსებიც გაიხადეთ და დაწვით მაშინ. თუ თურქული არაფერი გინდათ.
ხომ და ფბ პოსტებს როცა ვკითხულობ, „ამათ რა ჰგონიათ, ევროპის შუაგულში ვართ? არა ბატონო, ჩვენ კავკასიის შუა გულში ვართ!“ . ევროკავშირის დროშას რომ წვავ და ლიბერალური არაფერი მინდაო, ამბობ. მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა, არც მაკბუკი ან მაიკროსოფტი გამოიყენო (ამ და ათასობით სხვა დასავლურ კომპანიას აქვთ ჰომოფობიის წინააღმდეგ მკაცრი წესები) და სამკურნალოდ „სწორი ტრადიციების“ მქონე რუსეთში იარო და არა გარყვნილ ევროპაში,“ - წერს ვერა ქობალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გაიხსენეთ რა ხებოდა თქვენს ცხოვრებაში 2015 წელს - ეს თვე იმ ენერგიების დუბლირებას ახდენს