Digest Logo

გიორგი სამაგალითო ადამიანია - ზურა შევარდნაძის გამხნევება გიორგი კეკელიძეს

1627411765
კკელიძე და შევარდნაძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს გარდენიას დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე მხარდაჭერას უცხადებს. შევარდნაძის აზრით, კეკელიძე პატიოსანი და სამაგალითოა ამიანია. მებაღე მის კრიტიკოსებს გიორგიზე თავდასხმისგან თავის შეკავებასა და საკუთარი საქმის კეთებას ურჩევს.

„მართლა არ ვიცი რა დაწერა, რა ქნა და მით უმეტეს რა მოიმოქმედა იმისთანა რომ ქალები გაანაწყენა.
ვიცი ერთი, რომ გიორგი სამაგალითო ადამიანი, წესიერი ქართველი, გურული კაცია.

შრომობს ისე როგორ შეუძლია, აკეთებს ვფიქრობ მნიშვნელოვან საქმეს, ბევრი მისი ნაკეთებით კმაყოფილი ადამიანი მინახავს, ბევრ ისეთ წვრილმან თუ მსხვილმან ამბავშია ჩართული სხვას აზრადაც რომ არ მოუვა გააკეთოს. სულ საქმეშია, არ მჯერა რომ მისი ნათქვამი, დაწერილი ან ნაკეთები ვინმეს ავნებს ან ზიანს მიაყენებს.
ვფიქრობ აჯობებს შევეშვათ ამ კაცს და ჩვენ, ჩვენ საქმეს მივხედოთ, ის ნამდვილად მიხედავს თავის საკეთებელს, რომლითაც აუცილებლად ვისარგებლებთ ყველა.

თუ გნებავთ დამაბრალეთ, რომ გურულობით მომდის... სხვათა შორის არც გუროლობაში სცხვენია“, - წერს შევარდნაძე.

ცნობისთვის, ქალების გაძლიერების მიზნით, გამოიცა წიგნი, რომელიც 7-მა კაცმა ავტორმა დაწერა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეა. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მისი ავტორობა გააპროტესტა, მიზეზად კი კეკელიძის მიერ ქალებზე ძალადობა დაასახელეს.

თავის მხრივ საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა კეკელიძემ, რომელმაც საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ამასთან აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ეფლირტავებოდა ქალებს და არასდროს არავისზე უძალადია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

5 რამ, რაც ციტრამონს დალევამდე უნდა იცოდეთ - მას კამფეტებივით ყლაპავენ, არადა ძალიან საშიშია

„დიდი შურისძიების“ ფარგლებში, გამოვცეთ ქალი მწერლების კრებული კაცური ისტორიებით“

„აქეთ მავიწროვებდნენ მასთან საწოლის გაყოფის სურვილის გამოხატვით“