საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში - 24 წლის გოგომ 80 წლამდე მამაკაცი ბლაგვი საგნით მოკლა. პოლიციამ ბრალდებული ახალგაზრდა ქალი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ანანო ზოიძე ეხმაურება და იმ 80 წლის ბაბუზე წერს, რომელიც გუშინ 23 წლის ქალის მსხვერპლი გახდა.
„გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაქალმა, არაადამიანმა! 2 შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი.
2018 წელს გავიცანი სურათის გადაღების დღეს. ვეხმარებოდი რითაც და როგორც შემეძლო. ცხოვრებისგან დაჩაგრული,სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ფისოებს და ლეკვებს უვლიდა,სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას!
და ის მოკლეს
23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა. 1 თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ დიდი თანხა წაიღეს, აგროვებდა პენსია+სოციალურს. ჩემი ვარაუდით, გასაქურდად იყო მისული და ან სახლში დაუხვდა, ან თავზე წამოადგა ბაბუა“- წერს ანანო ზოიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
🔵 „სუსტი ქალი არ მხიბლავს“ – როგორ გახდა ხონელი ბიჭი ცნობილი ალერგოლოგი
🔵 სასიყვარულო რომანებსა და სკანდალებში გახვეული სალომე ჭაჭუას ამბები