პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ზოგად ტენდენციებს აფასებს და ნატრობს, რომ მომავალში მხოლოდ კარგი ამბები გაიგოს.
„იმდენი ცუდი რამ მესმის, იმდენი ტკივილი და უბედურება, გული მიკვდება... მინდა ჩემს თავს და თქვენც გაგახსენოთ, რომ არაფერია ჯანმრთელობის და ჩვენს გარშემო ჯანმრთელი ადამიანების ფასი. როცა შეგვიძლია საყვარელ ადამიანებს მოვეფეროთ, ვუთხრათ რომ გვიყვარს, გავაბედნიეროთ და ჩვენც ამ ბედნიერებით დავტკბეთ. როცა ყველა წუთის დაფასებას ვიწყებთ, ალბათ მაშინ მზეც ჩვენს ფანჯრებს სხვანაირად ათბობს და ანათებს და პოზიტიური კარმაც უფრო დიდი სიმძლავრით მოედინება ჩვენკენ.
გთხოვთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველა ახალი დღე მართლა საჩუქარი და ახალი შანსია გავხდეთ ჩვენი თავის უკეთესი ვერსია. განვვითარდეთ, გავკეთილშობილდეთ და თუნდაც იმ მცირედით, რაც ჩვენ უმნიშვნელო დეტალი გვგონია-გავაბედნიეროთ სხვა ადამიანები. პატარა გამონათებამაც კი შეიძლება მათი სამყარო და ცხოვრების მიმართ შეხედულება სრულიად შეცვალოს.
არ დავიღლები გითხრათ თუ როგორ მიყვარხართ და თუ როგორ მინდა მხოლოდ კარგ ამბებს ვიგებდე თქვენსას და გიზიარებდეთ ჩემსას“, - წერს თათია შარანგია.
აგრეთვე წაიკითხეთ
🔵„არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო“ - მამა პეტრე
🔵„ქალი, რომელიც ყველას უყვარდა “ - ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა
🔵„იძინეთ, იძინეთ... საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც“ - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს