
საქართველოში მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მეგობარი შურისძიებას აანონსებს. ცნობილი ლიბანელი დიჯეი, ელ საიდი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ შანაის მკვლელზე შურს პირადად იძიებს.
„მე მაქვს ერთადერთი მისია ცხოვრებაში ჯოჯოხეთური სიკვდილი მოვუწყო ადამიანს, რომელმაც შანაის სიცოცხლე წაართვა, საერთოდ არ მაინტერესებს თუ არა ის დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა, ამ ხალხს დავმარხავ ჩემი ხელით ვერაფერი შემაჩრებს. ვაპირებდი საქართველოში ჩასვლას დაუყოვნებლივ, თუმცა არ ვარ ვაქცინირებული და ქვეყნის დატოვების უფლება არ მაქვს",- ამბობს ლიბანელი ცნობილი დიჯეი ელ-საიდი.
მიმართვაში ლიბანელი ცნობილი დიჯეი შანაის და მის გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, შანაისთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში თავადაც აპირებდა.
უცხოელი პრესა წერს, რომ შანაი ბრუკი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
ცნობისთვის, შანაი ბრუკი მოკლული მთაწმინდაზე იპოვეს.
⭕ამავე თემაზე:
შანაი ბრუკის ძმა სამართალდამცველებმა გამოკითხეს
წყარო: tvpirveli.ge