მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ ოპერატორის შემთხვევით მოკვლის ფაქტს, გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც რჩეულიშვილი წერს, ფილმ „ბოლო გასეირნების“ (ყარაბახი3) გადაღებების დროს ერთ-ერთი სცენა გარჩევის სცენით იწყებოდა, რომლის დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოტანილი ავტომატი უნდა გამოეყენებინათ, სადაც მე-7 ტყვია საბრძოლო აღმოჩნდა.
„ბოლო გასეირნება“ (3 ყარაბახი) იწყება გარჩევის სცენით, სროლით მიშა მესხს და კაბუს შორის.
ჰოდა, ამ სცენის გადაღების წინ, არ ვიცი რატომღაც გადავწყვიტე შსს-დან მოტანილ ავტომატში ტყვიების გადამოწმება.
მზიდის შემოწმებისას მეშვიდე ტყვია საბრძოლო აღმოჩნდა, აი ასე შემთხვევით გადავარჩინე რომელიღაც მათგანი (კაბუ, გიორგი ყიფშიძე ან ოპერატორი).
რა თქმა უნდა, არანაირი კონსპირაცია არ ყოფილა, უბრალო დაუდევრობას ჰქონდა ადგილი.
ალეკ ბოლდუინზე გამახსენდა“, – წერს გუკა რჩეულიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
კიდევ 8 რამ, რაც ჩვენი ფულით პარლამენტს უნდა ვუყიდოთ
სასულიერო პირის კიდევ 7 ნივთი, რომელსაც არ უნდა შევეხოთ
3 ცოლი, „საყვარელი“, მეგობარზე გათხოვილი ცოლი - გიორგი მარგველაშვილის პორტრეტი
„ექიმი კუთვნილი ხელფასის მოლოდინში ინფარქტით გარდაიცვალა...“ - სამწუხარო ამბავი