ისრაელში ჩატარებული კვლევების თანახმად კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვიდრე ვაქცინირებულების.
ამ აზრმა საზოგადოება 2 ნაწილად გაყო და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
აღნიშნულ კველვას ეხმაურებიან ქართველი მედიკოსები. ყველა მათგანი თანხმდება, რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი გაცილებით ძლიერია.
სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ექიმი-პულმონოლოგმა და „ევექსის“ კლინიკების კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ხურციძემ, სადაც აცრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„6 თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში.... მეგობრები მთხოვენ დახმარებას.... და რა ვუთხრა? კარგია რომ დაემართა იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო?? დიდი ალბათობით ვერ გადარჩება...?!
სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი.. რა ვქნა, როგორ ავუხსნა კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია მთავარია მყარი ანტისხეულები გამომუშავდებათქო? “,- წერს ხურციძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„საქართველომ მოკლა ესეც!...“ - ცხინვალის თეატრის დირექტორი გარდაიცვალა
🔵„თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას ვთხ***“ - გიორგი გამსახურდია
🔵„ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც აცრილები ხართ...“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინირებულებს მიმართავს