Digest Logo

„თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას ვთხ***“ - გიორგი გამსახურდია

1631986571
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია Digest.ge

„თქვე გარეწრებო, სისხლისმსმელო ბნელო გარეწრებო. ეს რა ბიჭი, ეს რა სიცოცხლე და ადამიანი მოკალით“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ტვიტერზე“  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას.

„ბოდიში ჩემი ავყიობისთვის, უბრალოდ ეს ისეთი შემთხვევაა, სადაც სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. თქვე ნაბიჭვრებო, თქვენი ქურდულის და თქვენი მენტალობის დედას ვთხარე, თქვე გარეწრებო, სისხლისმსმელო ბნელო გარეწრებო. ეს რა ბიჭი, ეს რა სიცოცხლე და ადამიანი მოკალით. თქვენი მტერი ვარ, ვიყავი და ვიქნები“, - წერს გიორგი გამსახურდია და ნიკა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

18 სექტემბერს პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეში ორი პირი მონაწილეობდა.

ამავე თემაზე:

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის პირველი კომენტარი

„ეს არის ნიკოს დედა, ხუთი შვილის დედა...“ - რას წერენ ნიკა კვარაცხელიას ოჯახზე?

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს... უბედურია ის, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა...“ - კვარაცხელიას დედის ემოციური განცხადება