Digest Logo

ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი ქმარი

1611047079
ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძე საზოგადოებამ ბავშვობიდან გაიცნო, „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

ნინი ქარსელაძე ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის ერიდება, ამ მხრივ, არც სოციალურ ქსელებს სწყალობს.

ნინი უკვე 30 წლის არის. თბილისში მისი გათხოვების შესახებ ჭორები არაერთხელ გავრცელებულა.

ამჯერად ის მართლა შეყვარებულია. შვილისა და მეგობარი ბიჭის ფოტო პირველად ნინის დედამ, ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა.

ნინის რჩეული თაზო ჯახუტაშვილია, რომელსაც 18 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა და 38 წლის გახდა. თაზო ნინიზე 8 წლით უფროსია.

„გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა 2020 წელს შენ გამო“, - დაწერა ნინიმ.

ზურა ხაჩიძემ გაავრცელა „ინსტაგრამის სთორიში“ ვიდეო, სადაც ნინის რჩეულიც მონიშნა. თაზომ დაბადების დღე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

თაზო სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არაა. მისი პროფაილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს.

ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი.

ნაცვლად ამისა, მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

შოკოლადი თუ სამშობლო? ბლიც-ინტერვიუ ნინი ქარსელაძესთან

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

კენედის ბრალია ცოლი რომ მოვიყვანე - ბუბა კიკაბიძე