ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ამ მომენტში აზრი აქვს არის საზოგადოების ვაქცინირება.
„როგორც გვიცხადებენ, თებერვლის თვიდან შესაძლოა დღიურად 60 ათასი ინფიცირების შემთხვევა იყოს და აქედან 20–30 პროცენტი იქნება მხოლოდ ტესტირებით დადასტურებულიო, ანუ შეიძლება გვქონდეს და ტესტმა არ აჩვენოს.
ამ განცხადების გარეშეც ცხადად ჩანს, რომ ვირუსის კონტროლი შეუძლებელია და დიდი ალბათობით ის თითქმის ყველას შეხვდება.
ერთადერთი რამ, რასაც ასეთ ვითარებაში აზრი აქვს, აცრაა, რომელიც სტატისტიკის მიხედვით უმრავლეს შემთხვევაში გვიცავს გართულებისგან, რომელიც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. სხვა ყველა ზომა – კარანტინი, შეზღუდვები და ა.შ. აზრს კარგავს.
მგონი არის ლოგიკა იმაში, რასაც ვწერ, რა ვიცი“, - წერს ირინა სარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„სააფთიაქო ქსელის ფაშიზმს თუ არაფერი ეშველა, ისედაც ვწყდებით და მთლად დედა მოგვეხნება“ - ანა მიქაძე
„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი