პოეტი რეზო ამაშუკელი 10 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვლილს ნათესავები, ახლობლები და მეგობრები უკანასკნელ გზაზე ხვალ გააცილებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზო ამაშუკელს 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.
ცნობისთვის, რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974).
პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).
ასევე დაგაინტერესებთ👇
„სააფთიაქო ქსელის ფაშიზმს თუ არაფერი ეშველა, ისედაც ვწყდებით და მთლად დედა მოგვეხნება“ - ანა მიქაძე
„რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი... დახურეთ “ - რას წერს ნინო თარხნიშვილი