კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მამამისი სინოფარმის ვაქცინით აიცრა.
ამავე პოსტში მაიკო, ვაქცინისადმი მამამისის განწყობასა და დამოკიდებულებაზე იუმორით უსვამს ხაზს.
„მამაჩემი აიცრა პირველი დოზა მოვიდა და აცრა ჩავიტარეო გამოაცხადა ბედნიერად და რომ ვკითხეთ, რით აიცერიო:
- „სინოფარმით“ რა ვიცი ყველა მაგით იცრიდაო (ხალხი პფაიზერს წლობით ელოდებოდა და ამან სინოფარმიო,
ეტყობა ის ორასი ლარი უნდოდა და დანარჩენი დაიკიდა) და გვანცა ეუბნება
- 14 დღე ძალიან მოუფრხილდი პირბადე არ მოიხსნა ახლა იმუნიტეტი დასუსტებული გაქვს დაა კოვიდმა არ მოგცესო დაა
- არა კაცო მე მესამეც უნდა ავიცრაო.
ჯერ მეორეც არ აუცრია“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მზებუდობის საკრალური დღეა“ - მიხეილ ცაგარელის დღის დეტალური რჩევა
🔵„დღეს ოცნებების ასრულების დღეა“ - მიხეილ ცაგარელი გვასწავლის, რა გავაკეთოთ 21 დეკემბერს