Digest Logo

„მან არაერთხელ მიღალატა სხვადასხვა ქალთან... ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, როცა ღალატის ფაქტები, ფოტოები და მესიჯები ვიპოვე“ - ვისთან უღალატა ბასილაშვილმა ცოლს

1637244187
ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს. კითხვაზე, რომელიც ყოფილი ქმრისგან ღალატს ეხებოდა, ნეკამ უპასუხა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას ბევრჯერ უღალატა.

„მან არაერთხელ მიღალატა სხვადასხვა ქალთან. ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი ამ ადგილას სხვა ქალთან წევსო. ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, როცა ღალატის ფაქტები, ფოტოები და მესიჯები ვიპოვე, უფრო დიდი შოკი კი ის იყო, რომ ის გოგო ქართველი იყო...“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.„მალე მოგიყვებით ყველაფერს რეალური ფაქტებით და ყველა ცილისმწამებელს ფარდას ავხდი, რომ დავასრულო ეს თემა ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე. ჩემი კეთილსინდისიერება და დუმილი, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდად გამოიყენეს. მე ასე აღვიქვამ ჩემს პროცესებს, რომ ეს უნდა გახდეს სამაგალითო ყველა მოძალადე კაცისთვის, რომლებიც ყოველდღიურ წნეხში ამყოფებენ ოჯახის წევრებს. ამ ქვეყანაში საბოლოოდ უნდა გადატყდეს წელში ქალების მიმართ ასეთი არათანასწორი და, ფაქტობრივად, რეპრესიული დამოკიდებულებები. ადამიანები თავიანთ ცოლებს სცემენ, ასახიჩრებენ, ხოცავენ და საზოგადოება დუმს, ხან კი უარესი - მოძალადეს ემხრობა“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„თავიდან გვერდზე მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა... შემდეგ მომვარდა და ტუჩებში კოცნა დამიწყო. გამაუპატიურა დაუნდობლად... ვერაფერი ვთქვი - შემეშინდა“- 15 წლის გოგოს ისტორია

🔵„უკვე ძალიან ცუდად ვარ, ვერც ვამბობ... და ამ დროს მხვდება პაატა“ - რა ისტორიას იხსენებს გოჩა ალექსიძე

🔵„სწრაფად უნდა გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება, არავის არ ანერვიულებს, ვინ როდის გავა ტუალეტში და რას შეჭამს“ - ზურა ხაჩიძე

🔵„ეს ყველაფერი რომ ხალხს ენახა, ქუჩაში ვერ გაივლიდნენ ნაციონალები“ - რას წერს ანა მიქაძე

🔵მეგის ქარდავამ გაუპატიურების მუქარით პატიმარს აიძულა თავისივე დაწერილი ჩვენება შეეჭამა

🔵„საღამომდე იტყვიან, რომ ეს ექიმები ბავშვებს ჭამენ... რა დაგიშავეთ? რა დღეში ჩაგვყარე, ღმერთო?“ - ინგა გრიგოლია