სოციალურ ქსელის მომხმარებელი გოჩა ალექსიძე თავის პოსტში ანტივაქსერებს აკრიტიკებს და ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელს, დავით გადელიას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს მადლობას უხდის.
„ანტივაქსერებო !!!
ბოლოჯერ გაფრთხილებთ, ნუ მთაგავთ აცრების ანტიპროპაგანდით, ძლივს გადავარჩინე მამაჩემი ,მე კი არა ამ ამაგს როგორ დავუვიწყებ Paata Imnadze-მ და David Gadelia-მ და დიდი ბოდიში ბატონო დავით არ მახსოვს ყველა მკურნალის და ექთნის გვარი, სულ გლოცავთ, მეც გადავრჩი, დედაჩემის მერე დათოც რომ დამეკარგა, ვერ გადავიტანდი, ძლივს ვიკავებ თავს პაატა იმნაძეს რომ ესხმიან და რაებს წერენ, კაცმა ორსული შვილებიც აცრა. პაატასგან რა გინდათ, ვერ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, ლამის გერმანია-ავსტრიამ ომი დაიწყოს, ყველაზე მაგრად რაც მამწარებს... უნდა იცნობდეთ პაატას, მე ეგეთ ჰუმანურ ადამიანს, ეგეთ პროფესიონალს არც ვიცნობ. ზუსტად იცოდა რა გველოდა და არ დამალა, რა ეთქვა, წყნარად იყავით, ყველაფერი კარგად იქნებაო ??!! რომ ხედავ ადამიანი წამიც და გადაიჩეხება, შემამსუბუქებელ სიტყვების ძებნას დაიწყებთ? რა ქნან რით გაგაგებიონ, რა კამპანია არ ტარდება, ლადო ოქრო ბიბილეიშვილის ბოლო პოსტი ნახეთ ???? ვოვა ჯუღელი, მთელმა სამაჩაბლომ იცის როგორი პოლიციის უფროსი იყო, უჯანმრთელესი და უმაგრესი, ერთი უბნელები ვიყავით, ერთ სპეც დანაყოფში ვიყავით 92 უბედურებაში, რაებს გადაურჩა და კოვიდმა მოკლა, მართლა მთელი მსოფლიოს 99,9 გაგიჟდა ?????
და კიდევ, მეც უმძიმესი ფორმა მქონდა ც ჰეპატიტის , საერთოდ იცით რატო აირჩიეს მსოფლიოში ყველაზე ძვირი რეგისტრირებული წამლის პირველ რიგში საქართველოში გამოყენება???
რატო და იმიტომ, რომ როცა პაატა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა, ამ კოლექტივმა პაატას ხელმძღვანელობით მანამდე ისეთი სამუშაო ჩაატარა თავის პროფესიონალ მართლა გმირებთან ერთად.
უკვე ცუდად ვიყავი, ვეღარც ვიძახდი ხმამაღლა. იმიტომ რომ არც ინტერფერონის ფული გვქონდა და ამ დროს პაატა მხვდება და მეუბნება რომ ტელე ხიდი ჩატარდა ამ ფირმასთან და რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთში აპირებენ ამ ახალი ც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებას და ყველაზე გამართული ადმინისტრირება ჩვენ გვაქვს ჩატარებული, ჩვენ გუნდს , ნაციონალები გამორიცხეთ, ამერიკელები ეხმარებოდნენ მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ცოტაც და მგონი 100 ათასობით ადამიანს სიცოცხლეს ვაჩუქებთო.
ცოტა ხანში მირეკავს პაატა, გოჩა იწყება, თან უფასო იქნებაო. პირველმა პრეპარატებმა ვერ მიშველა და მერე მეორემ, რომელიც ასტრონომიული თანხა ღირდა, მეც, ისევე როგორც 100 000-ბს უფულოდ სიცოცხლე მაჩუქეს. არც პაატას და მისი კოლექტივის მიმართ, არც „გილიადის“, ვინც ეს სასწაული პრეპარატი შექმნა და არც იმის მიმართ ვინ რა თქმა უნდა უდიდესი თანხა გაიღო , ერთი წესიერი მადლობა არ წამიკითხავს.
მე არ ვიცი ხვალ ზეგ რა მოხდება, ყველას გვყავს ცხოვრებაში ჩვენი საფიცარი ოჯახის წევრები და ცხოვრების თანამდევი უძვირფასესი ადამიანები, ეგეთია ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის პაატა იმნაძე და მისი ოჯახის წევრები და მერწმუნეთ, არა მარტო ახლობლებისთვის, ყველასთვის ეგეთი წესიერი და კარგი ულამაზესი ოჯახია!", - წერს გოჩა ალექსიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ეს ყველაფერი რომ ხალხს ენახა, ქუჩაში ვერ გაივლიდნენ ნაციონალები“ - რას წერს ანა მიქაძე
🔵მეგის ქარდავამ გაუპატიურების მუქარით პატიმარს აიძულა თავისივე დაწერილი ჩვენება შეეჭამა
🔵„ტრაქტორისტმა და ფერმის მწველავმა ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა” - რამაზ გიგაური