ისნის მეტროში პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი ავთო დვალიშვილი ეხმაურება და წერს, რომ ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესზე ბოდიშს მოიხდიდა.
„ნამდვილად ველოდი, რომ პოლიციელი, რომელმაც მოზარდი ცემა, სასამართლოზე აღიარებდა დანაშაულს…
ბოდიშს მოიხდიდა და იტყოდა, რომ ძალიან შეცდა, რომ ძალიან ნანობს, რომ თვითონაც არ იცის იმ დროს რა დაემართა… ბოლოს დაამატებდა - აცნობიერებს იმას, რომ არ არის ღირსი პოლიციელი ერქვას…
მართლა მეგონა, რომ მოზარდს შეხედავდა და ჟესტების ენით ეტყოდა ბოდიშს…
მეგონა და რა ვქნა, რომ მეორე პოლიციელიც მხარს აუბამდა…
ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც მოხდა… ჩვენ არ ვართ კადრებშიო…
მე ნამდვილად ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ არ მგონია, გამოძიებას ამოცნობის პრობლემა ჰქონდეს…“, - წერს ავთო დვალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
🔵„მარტივი სიტუაცია არ არის, აუცილებელია 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ბუსტერიზაცია“ - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵„სამწუხაროდ, კოვიდის გამო გარდაიცვალა... ეს ექიმობა არ არის, მავნებლობაა“ - რას წერს ზაზა თელია
🔵რამდენჯერ უნდა აიცრას ადამიანი ბუსტერ დოზით? - კულუმბეგოვის განმარტება