ჟურნალისტი ლელა ხარშილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამარშრუტო ტაქსიში მძღოლს და რამდენიმე მგზავრს პირბადე არ უკეთიათ. როგორც თავად ამბობს, საქართველოს მთავრობა კანონის აღსრულებას ვერ ახერხებს.
„თბილისი - ახალციხის „მარშრუტკა“, უპირბადო მძღოლი და რამდენიმე უპირბადო მგზავრი!!!
ბოლოს და ბოლოს, რა გახდა?! საქართველოს პარლამენტი, რისთვის იღებთ კანონებს? და საქართველოს ხელისუფლებავ! რით ვერ ახერხებთ ამ კანონების აღსრულებას?!
მძღოლს არ ესმის, რომ ვთხოვ პირბადის გაკეთებას! მგზავრსაც არ ეყურება!
არც დანარჩენი მგზავრები იღებენ ხმას...
მოკლედ რა! არის ასეთი ქვეყანა, სადაც ყოვლად უპასუხისმგებლო ხალხი ცხოვრობს...“, - წერს ირმა ხარშილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის ქალი, რომელმაც „აიცერი და მოიგეში" 100 000 ლარი მოიგო
🔵„ამდენს სხვა კაცს არ მოვუთმენდი, ამას კიდევ თვალებში შევციცინებ“ - ვისზე წერს ნუკი კოშკელიშვილი