Digest Logo

„მე სამსახურში დარაჯადაც არ ავიყვან ადამიანს, რომელიც თავის მოსაწონებლად მეტყვის, რომ აპოლიტიკურია “ - თამარ ჩერგოლეიშვილი

1638956767
თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკა არა ბინძური, არამედ კეთილშობილი საქმეა და სამსახურში დარაჯადაც არ აიყვანს იმ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ აპოლიტიკურია.

„პოლიტიკა არის კეთილშობილი საქმე! პოლიტიკის, პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური აზრის ლიდერების დამსახურებაა ის, რომ
- დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი შიმშილობს;
- დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იჩაგრება;
- დღეს ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს;
- დღეს ადამიანს კოსმოსში გაფრენა შეუძლია;
- დღეს გაცილებით მეტმა ადამიანმა იცის წერა კითხვა;
- დღეს გაცილებით მეტ ადამიანს აქვს უზრუნველყოფილი თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სრაფვის უფლება! და ასე შემდეგ ...

პოლიტიკაში შემოსვლა ნიშნავს იმას რომ შენ შენზე დიდი მიზანი გაქვს და ამ მიზანს ემსახურები.
ის რომ პოლიტიკას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს, ბინძური ადამიანები აფარებენ თავს, არ ნიშნავს რომ პოლიტიკა ბინძურია!

არავინ ჩათვალოს, რომ აპოლიტიკურობა უპირატესობაა. ვინც ამას გეტყვით - თქვენთვის ცუდი სურს, სურს რომ მცოცავი იყოთ.

მე სამსახურში დარაჯადაც არ ავიყვან ადამიანს, რომელიც თავის მოსაწონებლად მეტყვის, რომ აპოლიტიკურია - ეს მის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს და არ მაწყობს.

პ.ს. ჩვენ მალე გავაკეთებთ პოლიტიკურ აკადემიას, საუკეთესო ადგილობრივი და დასავლელი ლექტორებით (8 -კვირიანი კურსის სილაბუსიც თითქმის მზადაა).

ქართული დემოკრატიის სამსახური ადამიანების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდაა და არა პოლიტიკის დემონიზება, აპოლიტიკურობის ხაზგასმით“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

ვინ არის მამობილი, რომელსაც 18 თვის ბავშვის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

„სამი დღეა ჩემს შვილს დაუდასტურდა კოვიდი... მხოლოდ ერთი ზარი, რა დროსაც გვითხრეს...“ - რას წერს ზაქარია გვიშიანი

VIDEO: „ეს პროცესი დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს, რადგან ახალი ეტაპისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არ არის“ - ვანგას წინასწარმეტყველება

„წნევის აპარატი დააზიანე და ამისთვის დაისაჯე ახლაო... თქვენი აზრით ესენი გაგიჟდნენ?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

„არაფრის ძალა არ გრჩება, ქვავდები და ერთ წერტილს უყურებ დაჟინებით... სხეული, სული, სისხლი გეყინება და შენც კვდები“ - რას წერს პეტრე კოლხი

„ასე ჩამეშალა გათხოვება, თანაც ძლივს გადაწყვეტილი, 24 წლის ასაკში“ - სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა