ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვენაში იმყოფება. მან სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავს გადამხდარი საინტერესო ამბავი გაუზიარა.
„დღეს მაგარი ამბავი გადაგვხდა. მოგეხსენებათ, ვენის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ტურისტული ობიექტია თავმოყრილი, ტურისტებს ეტლით გასეირნებას სთავაზობენ.
ჩვენც ავარჩიეთ ერთი ეტლი კლიენტების მომლოდინე რამდენიმე ათეულიდან და გავუდექით გზას.
ჰოდა, წარმოიდგინეთ, ვენაში ეტლს ქირაობთ, რამდენიმე ასეულ მეტრს გაივლით და უცებ მეეტლე, რომელიც ცოტა ხნის წინ ინგლისურად გითანხმდებოდა ფასზე და ახლა ცხენებს მიერეკება, უცებ ფეხზე წამოხტება და მთელ ხმაზე დასცხებს „შატილის ასულოს“.
რას რას და ამას ნამდვილად არ ელი ვენელი მეეტლისგან. ჩვენი სახეები, ალბათ, წარმოგიდგენიათ.
საბოლოოდ, ჩვენი ვენელი მეეტლე თბილისელი სომეხი, სურენ ოგანეზოვი აღმოჩნდა. მადლობა მას ამ სიურპრიზისთვის“, - წერს მერაბ მეტრეველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როგორ მყვარებიხარ ბიჭო … ერთხელ შენც გეთხოვა რამე ჩვენთვის… იქნებ შეგვეძლო…“ - ქრისტინე იმედაძე
🔵„დღეს ადამიანებმა ყველაფერი ღირებული დაკარგეს და ძეგლებს დაემსგავსნენ…“ - პეტრე კოლხი