იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტის შვილი ლევან ბეგიაშვილი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე აქვეყნებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი. ლევან ბეგიაშვილი.
მენანები მიწისთვის....
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია
და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები...
ემატება ტკივილს ტკივილი,
ვერ ჩაეტია ცივ სამარეში
და სახლში დარჩა დედას ღიმილი...
მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ,
ცივ სასახლეში გამოხვეული,
ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან
და სახლში დარჩა დედას სხეული...
ბორცვი მარტოა ახლა სრულიად,
და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით
და რადგან სახლი დედის სულია
მათბობს საკმევლის ნელი სურნელით...
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა ასე ახალგაზრდას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იტალიაში ნატო ჩოგოვაძეს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
გამოფრინდა იტალიიდან და ვაი ამ ჩამოსვლას ამდენი წლის მონატრებული ლევანიკო რა სანახავი დახვდა... სულ ერთად იყვნენო მეგობრები და ერთად წავიდნენ იმიერში....
ორი უდიდესი ტკივილი, მთელი სოფლისთვის, ოჯახებისთვის და ყველასთვის ვინც კი ამ ორ ადამიანს იცნობდა
იკო და ლევან, მეგობრობდით და იქაც გააგრძელეთ მეგობრობა. იკოს სიკვდილი იყო ყველასთვის თავზარდამცემი და ეხლა კიდეეე ლევანის. ღმერთმაა გაანათლოს თქვენი სული იქ სადაც ხართ ბიჭებო ვიზიარეებ ყველას მწუხარებას“, - წერს შოთო სიხარულიძე.
აგრეთვე დაგინტერესებთ:
„ვიცოდით რომ ჩვენი ბოლო საღამო იყო“ - ლალე ტატიშვილი გარდაიცვალა