ექიმი დავით მრელაშვილი ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის პოზიციას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი აზრით, აუცრელი ადამიანი ისეთივე საშიშია, როგორც მოქალაქე, რომელიც გადამდებ დაავადებას ატარებს.
„საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფელი მყავდა, მანანო ერქვა.
ერთ მშვენიერ დღეს, მანანო თავგადახოსრილი მოვიდა - ახალი ამბავი უცებ მოედო მთელ ჯგუფს რომ თურმე მანანოს ტილები ჰყავდა. მახსოვს მაშინვე ყველა ბავშვებმა დავიწყეთ მოშორებით თამაში რომ ტილები არ გადაგვდებოდა, და ეს ჩვევა კარგა ხანი გაგრძელდა, მას მერე რაც დიდი ალბათობით აღარ ჰყავდა - რადგან მანანო გარკვეული დროის განმავლობაში რჩებოდა მაღალ „რისკ ჯგუფად“ (თუმცა მაშინ ამ ტერმინის აზრზეც არ ვიყავი).
ჩვენ მოზრდილები - მანერა ნასწავლი ბავშვები ვართ. სამსახურში მისული დიდი ხნის უნახავ თანამშრომელს რომ ვნახავთ, რომელიც ახლახან დაბრუნდა შვებულებიდან, და სახეზე ან ხელებზე უცნაური გამონაყარი აქვს რომელიც მუნს ჰგავს (თუმცა ზუსტად არ ვიცით), ალბათ მინიმუმ ვეცდებით რომ ხელი არ ჩამოვართვათ და არ გადავკოცნოთ ხო?
ჰოდა თქვე დალოცვილებო, კანონისგან განსხვავებით არც ტილი და არც მუნი არ კლავს, და თუ „მისაღებია“ ის სურვილი, არჩევანი და საქციელი რომ *მაღალი ალბათობით* ბაღლინჯო-შესეულ ადამიანთან ახლო კონტაქტი არ გქონდეთ, რატომ თვლით აუცრელ ადამიანს (რომელსაც *მრავალჯერ მომატებული* ალბათობა აქვს მკვლელი ინფექციის) უფლება შერაცხულად რომ სხვა ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს არ უნდოდეს ამ აუცრელ ადამიანთან ფიზიკურად ახლო კონტაქტი?
მე რომ ექიმთან მივალ და ერთ კაბინეტს აწერია რომ ექიმი აცრილია, მეორე აუცრელი - მე (გინდ აუცრელი ვიყო თვითონ გინდ აცრილი) რა თქმა უნდა მენდომება რომ აცრილ ექიმთან შევიდე, რადგან სხვა მხრივ თანაბარ პირობებში მრავალჯერ მცირე რისკი მაქვს რომ კორონა გადამედოს.
ასევეა კაფეებში, რესტორნებში, ოფისის განყოფილებებში - სადაც დავინახავ „სტიკერს“ კარებზე რომ „ჩვენთან პერსონალის 100% აცრილია“ - იქ მივალ ხო?
მე ასეთ სცენარს ვხედავ ახლო მომავალში, ძალად არავინ არავის არ აცრის ჯარში წაყვანის შიშით დამალულ წვევამდელივით რომელსაც სახლიდან კომისარი გამოათრევს და წაიყვანს სიცოცხლის გასარისკად (ეგაა ძალით).
ბონუს აბზაცი მათთვის ვინც კონტრ-არგუმენტად ადამიანის უფლებების შელახვის საბაბს იშველიებს: როდესაც მოცემულ სიტუაციაში - პანდემიაში - ერთზე მეტი უფლება ირღვევა და არჩევანი უნდა გაკეთდეს რომელიმეზე (სხვა გზა არ არის), უნდა დავიცვათ ყველაზე უზენაესი უფლება, და ეს - საერთაშორისო დონეზე ადამიანის სიცოცხლის უფლებაა.
მორალური და ფინანსური ზიანი, შეურაცხყოფა, სიტყვის თავისუფლება, სამსახურის დაკარგვა და ასე შემდეგ - ბევრ სხვა მნიშვნელოვან უფლებაზე მაღლა - თქვენს გვერდზე მყოფი ადამიანის სიცოცხლის უფლებაა რომელსაც არ უნდა რომ (თუნდაც რაღაც პროცენტში) თქვენ მისი მკვლელი გახდეთ.
ასე რომ, საქართველოს მანანებო, უფლებების იერარქია დავალაგოთ და - ა-ი- -ით“, - წერს დავით მრელაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებს:
მეოთხე ტალღიდან გადავალთ ცუნამში და დაგვემართება საშინელება - დევი ტაბიძე
სად შეძლებენ ვაქცინირებული პირები საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღებას
„ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს“ - დეკანოზი