
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 20 წლის ბიჭის წერილი ქვეყნდება, რომელიც წერს, რომ მასზე სასულიერო პირმა 13 წლის ასაკში სექსუალურად იძალადა. „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.
„გამარჯობა. მეც მინდა მოვყვე ის, რაც ბავშვობაში თავს გადამხდა. არც მე და არც ჩემი ოჯახი დიდი რელიგიურობით არ გამოვირჩეოდით და შესაბამისად, არც ეკლესიაში დავდიოდით არასდროს. თუმცა, ერთხელაც, როცა 13 წლის ვიყავი, მივედით ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში, სადაც დაგვხვდა მღვდელი, რომელიც მომენტალურად გავიცანით და აღსარებაც პირველად მასთან და მაგ დღეს ჩავაბარე.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი, რაც მკითხა, ის იყო, ვმასტურბირებდი თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არა და რაც ძალიან გაიკვირვა და მითხრა, თუ როგორ მასტურბირებდნენ სხვა ჩემხელა ბიჭები და რომ ამაში სამარცხვინო არაფერი არ იყო. მოკლედ, ძალიან ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად ჩვენს ოჯახს დაუახლოვდა, მოჰქონდა ჩემთვის ბევრი საჩუქარი, ტკბილეულობა და ა. შ. ერთი სიტყვით, დედაჩემის გულიც მოიგო და ჩემიც. თანდათან დაიწყო ჩახუტებები, ლოყაზე, შუბლზე, ხელებზე კოცნები. შემდეგ ყველაფერი გამძაფრდა, უკანალზე და „იქ“ მჩქმეტდა. ჰქონდა მყრალი ფეტიშები: ენაზე კოცნა ცხვირში და ყურში ენის შეყოფა და ა.შ.
ერთი სიტყვით, ეს გაგრძელდა თითქმის ყოველდღე, ორი წლის განმავლობაში. მე ვერ ვამბობდი ვერაფერს, რადგან სახელი გატეხილი მქონდა ტყუილების გამო. თუმცა, როცა ვთქვი, არც მაშინ შეიცვალა რამე. ამ მღვდელმა ისევ მე დამაბრალა ყველაფერი, რომ ვითომ მე მოვიგონე და ცალკე მცემა კიდევაც.
გავიდა ცოტა ხანი, გავიზარდე, დავკაცდი, გავაგრესიულდი და მსურდა მისი მოკვლაც კი (დაგეგმილი მქონდა), თუმცა რიგი მიზეზების გამო, არც გამოვიდა და შემდეგ გადავიფიქრე კიდეც.
დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ისევ სახლში მეჯდა ყოველდღე, ოღონდ მე ყურადღებას არ ვაქცევდი საერთოდ. დედაჩემთან მოდიოდა, რადგან ჩაუნათესავდა. უკვე 20-ის ვარ და როცა დრო ვიხელთე, როცა დავკაცდი და ჩამოვყალიბდი, დავღვინდი, გადავწყვიტე, ისევ მომეყოლა ჩემებისთვის და მეორე ჯერზე უკვე გაჭრა ჩემმა ცდამ.
ასე რომ, მშობლებო, მუდამ დაუჯერეთ საკუთარ შვილებს და თუ მაინც გადაწყვეტთ მაგ თქვენს ეკლესიაში ბავშვების მიყვანას, მაშინ ყურები და თვალები დაჭყეტილი გქონდეთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ისტორიაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აკონტროლეთ აგრესია და ეგოიზმი, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება“ - ცაგარელის დღის რჩევა
🔵„მებრალებით, რადგან ეს ბედნიერება ყველაზე დიდმა უბედურებამ მოგანიჭათ“ - ნუგზარ სულაშვილი