სოციალური ქსელის მომხმარებელი, უჩა აბაშიძე ლისზე მომხდარი ძალადობის საქმის დეტალებს ასაჯაროებს. ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დაკითხვაზე თავადაც იმყოფებოდა. უჩა აბაშიძე საგამოძიებო სტრუქტურას და მათ მოქმედებებს დადებითად აფასებს.
„აი, თუნდაც რას შვება ჩვენი „შეარები" ფეისბუკზე - როცა რამე მნიშვნელოვან ამბავზე „ვაშეარებთ" და ვაქტიურობთ.
დღეს დამიბარეს ცენტრალურ კრიმ-პოლიციაში, დაკითხვაზე. იმ ტაქსიში თავდასხმის ამბავზე. ბედნიერება „ტაკ სიბე", მაგრამ...
მოკლედ, სახალხო დამცველმა მოგვმართაო/მოგვთხოვაო და ვატარებთ მოკვლევასო.
ჩამომართვეს ჩვენება, მათ შორის იმაზე რატომ არის რომ იმ დღესვე არაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე?
მეთქი - იმიტომ, რომ იმ დღესვე ადმინისტრაციული დაუწერეს იმ „როჟას" და მერე სტატუსი რომ დავწერე და ამბავი რომ ატყდა, მერე გამოფხიზლდა ყველა და დაურეკეს და დაიბარეს ადვოკატთან ერთად და აღძრეს საქმე...
ხომ და, პირველად ჩემ ცხოვრებაში, 7-8 დაკითხვიდან(მათ შორის სამხ.პოლიციაში დაკითხვიდან) - ნორმალური, განათლებული, აზრიანი ხალხი მესაუბრებოდა.
არ უთქვამთ „იი, მოკლე კაბა ეცმეოდა და იმიტომ მოუვიდოდა", „იი მოეჩვენა რაღაც და შუბლი გაიტეხა მანამდე" ან რამე იდიოტობა, არამედ, ესმოდათ რაზედაც ვსაუბრობდი და ესმოდათ რომ 1000-დან 1-ელ ხდება ასეთი მძიმე შემთხვევა და რომ სავარაუდოდ იმას ადრეც უცდია მსგავსი ოღონდ „მარტივად გამოძვრა" და რომ უმეტესობა ადამიანებისა ტაქსით სარგებლობს დღეში ორჯერ, ყოველ დღე და ადრე თუ გვიან ემართება ეს 1000-დან 1
და ცხოვრებაში 1-იც საკმარისია რომ სამუდამოდ დაშინდე და ტრავმირებული დარჩე (თუ გადარჩი).
მოკლედ, ძალიან ადეკვატური საუბარი გვქონდა. შევეხე იმასაც, რომ მსგავსი „ქეისები" ბევრი იყრის თავს. მაგალითად, ჩემთან -მეთქი და აი, რანაირად შეიძლება რომ გოგო პირდაპირ ამ კაბინეტამდე მოვიდეს და არა მიმართოს „ჩვეულებრივ პატრულებს", რომლების გამოცდილებაც ისეთი ცუდია რომ ურჩევნიათ არ გაეკარონ თქო.
კიო, ვიცითო, „იმენნა" 2-ჯერ და 3-ჯერ უმატებენ ტრავმას ადამიანს დაკითხვისასო. რავიო, ვერანაირადო - ჩვენ ძალიან ზედა ეშელონი ვართო. ანუ მეთქი ესაა მეთოდი? - ფეისბუკი, ვაირალი, სახალხო დამცველი, თქვენ - მეთქი?
ხომ ეგრეაო, essentially ეს მიპასუხეს, რომ ეგრე მუშაობს ეს სისტემა - უნდა „საზოგადოებისთვის საინტერესო" „ქეისი" გახდეს, რომ ცენტრალური კრიმპოლი ჩაერთოს და სხვანაირად ვერ გადაახტები მაგ საფეხურებს
ვობშ ჩემო ერთი 20 წლის წინ დაიწყო და კარგი შედეგებიაო ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაზეო და ახლა ნელ-ნელა გაახილა თვალი სახელმწიფომ ქალებზე ძალადობის და „თითქმის ძალადობის" ფაქტებზეო და გამოსწორდება ჩვენს მხრივაც იმედია სიტუაციაო და წამოვედი.
„იტოგში", პირველად ცხოვრებაში - დაკითხვიდან არ წამოვედი იმაზე ფიქრით, რომ ეს ვის ხელშია გამოძიება -მეთქი და არ მქონდა გრძნობა, რომ ეკიდათ ან მეტიც, ძირითადად გრძნობ ხოლმე, რომ უნდათ რომ თქვა „არაფერიც არ მოხდა" და ხელი მოუწერო მაგაზე.
პ.ს. კიდევ არისო რაღაც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტიო, ცხელი ხაზიც აქვთო, მაგრამ არ ვიცი", - წერს უჩა აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ლისზე გოგომ ტაქსი გამოიძახა, რომელზეც მძღოლმა ძალადობა სცადა, თუმცა ახალგაზრდამ მძღოლს ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა თავის დასაცავად და სამართალდამცველებიც გამოიძახა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ჩამოვედი ისრაელში და ნახეთ, რა ხდება აქ" - რა ვიდეოს ავრცელებს თიკა ფაცაცია
🔵„თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ" - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე
🔵„პოლიტიკურ გადაცემებს უნდა შევეშვა" - ნახეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო ინგა გრიგოლიამ
🔵„ოჯახს კლინიკაში უთხრეს, განწირულები ხართო" - 20 წლის პოეტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება